თმის გადანერგვა დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ესთეტიკური პროცედურაა. სწორედ ასეთი  მაღალი ინტერესის გამო, მთელ მსოფლიოში იზრდება ეგრეთ  წოდებული

„შავი ბაზრის“ კლინიკების რაოდენობა.
ხშირად პაციენტებისთვის  მიმზიდველია დაბალი ფასები და აგრესიული მარკეტინგი. მაგრამ რეალობა ასეთ შეთავაზებებში ხშირად რადიკალურად განსხვავებულია - პროცედურებს ატარებენ არაკვალიფიციური ადამიანები, არასათანადო პირობებში, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

📍რა არის თმის გადანერგვის შავი ბაზარი?

ეს არის შემთხვევა, როცა პაციენტს  თმის გადანერგვის მომსახურებას  სთავაზობენ არალეგალური კლინიკები,  ან შუამავლები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი ლიცენზიები, ნებართვები და გამოცდილება.

❗️ოპერაციები ტარდება სამედიცინო განათლების არმქონე ადამიანების მიერ  ხდება, სანიტარული სტანდარტების უგულებელყოფა ! გამოიყენება დაბალი ხარისხის ინსტრუმენტები და მასალები !
❗️ პაციენტს იზიდავს ცრუ რეკლამა და ზედმეტად მიმზიდველი დაპირებები.

მსოფლიოს გამოცდილება:
👉 თურქეთი - თმის გადანერგვა აქ საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა, მაგრამ ასევე წარმოადგენს  შავი ბაზრის ეპიცენტრს.  დაბალი ფასების გამო პაციენტები ხშირად ინფექციებითა და ნაწიბურებით ბრუნდებიან.
👉 ევროპა - ხშირია უცხოელი, ლიცენზიის არმქონე მუშაკების მიერ ჩატარებული ოპერაციები, რაც კლინიკებს სამართლებრივ პრობლემებს უქმნის.
👉 ინდოეთი - დაბალი ფასები ხშირად უკავშირდება არასანიტარულ პირობებს და სერიოზულ გართულებებს.

📍როგორ ებრძვიან შავ ბაზარს?

1. საინფორმაციო კამპანიები - ISHRS და სხვა ორგანიზაციები პაციენტებს აწვდიან ინფორმაციას.
2. არალეგალური კლინიკების დახურვა - ზოგ ქვეყანაში მიმდინარეობს ინსპექტირება.
3. ექიმების ლიცენზიის შემოწმება - ოფიციალური რეესტრების გამოყენება.
4. სავიზო რეგულაციები - კონტროლი უცხოელი პერსონალის მიმართ.

როგორ დავიცვათ თავი?
❗️გადაამოწმეთ ექიმის ვინაობა , კვალიფიკაცია და ლიცენზია.
❗️მოერიდეთ საეჭვოდ დაბალ ფასებს.
❗️გაეცანით პაციენტების გამოცდილებას.
❗️დარწმუნდით, რომ კლინიკა აკმაყოფილებს სანიტარულ სტანდარტებს.
საეჭვო შემთხვევებზე შეტყობინება შეგიძლიათ გააკეთოთ: 

fightthefight.ishrs.org.

https://deamed.ge