სავარაუდოდ ივნისში, ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებელი კომპანია The Cone Culture ქალაქგარეთ ახალ ობიექტს გახსნის. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ქეთი მიქაშავიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

„ჩვენი ბრენდი იზრდება და მომხმარებლის მოთხოვნაც შესაბამისად მატულობს, ამიტომ ახალ ლოკაციაზე გასვლას ვგეგმავთ. ეს იქნება ქალაქგარეთ, სავარაუდოდ ივნისში,“ - აღნიშნა მიქაშავიძემ.

The Cone Culture-ის ძირითადი საწარმო უკვე შვიდი წელია შევჩენკოს ქუჩა #5-ზე ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ბრენდმა გაფართოება დაიწყო და უკვე გახსნა ფილიალი „ბაზარი ორბელიანზე“ და სულ ახლახან - "სითი მოლში".

კომპანია პირველ ცენტრალურ ფილიალთან არსებული საწარმოს გადატანასაც გეგმავს. ეს გადაწყვეტილება სწრაფი ზრდითაა განპირობებული - უფრო კონკრეტულად საწარმო უფრო დიდ ფართში გადადის, სადაც მომხმარებელს ნაყინის დამზადების პროცესის ადგილზე ნახვაც შეეძლება.

„ახალი სივრცე show kitchen-ის ფორმატით იმუშავებს. ჩვენი მთავარი ღირებულება გამჭვირვალობაა და სწორედ ამიტომ გვინდა, რომ მომხმარებელმა საკუთარი თვალით იხილოს, როგორ მზადდება ჩვენი ნაყინი,“ - ამბობს ქეთი მიქაშავიძე.

ინფორმაციისთვის, the cone culture ხელნაკეთი ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 5 წელია ოპერირებს და მომხმარებელს თითქმის სამასამდე გემოს სთავაზობს.

bm.ge