2024 წლის 10 თვის მონაცემებით, თბილისში ბაზრის ლიდერია „ნიკორა“ საცალო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის 19.8%-იანი წილით, ხოლო რეგიონში ბაზრის ლიდერია „დეილი ჯგუფი“ შემოსავლის 38.8%-იანი წილით, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაში „FMCG ბაზრის ტენდენციები საქართველოშია“ აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს FMCG ბაზრის ზომა 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდაა. ბრენდული ქსელების შემოსავლის ზრდა ძირითადად გეოგრაფიული ექსპანსიით იყო გამოწვეული. 2024 წელს ბრენდული ქსელების 500 ახალი მაღაზია დაემატა ბაზარს და მაღაზიების რაოდენობამ 4,000-ს გადააჭარბა.
ამასთან, გათანაბრდა თბილისსა და რეგიონებში ბრენდული მაღაზიების რაოდენობა, თუმცა ერთი მაღაზიის გაყიდვები თბილისში საშუალოდ დაახლოებით 30%-ით აღემატება რეგიონების მაჩვენებელს. შესაბამისად, ბრენდული ქსელების ჯამურ შემოსავლებში თბილისის წილი 56.7%-ს შეადგენს.