თბილისში ახალი სავაჭრო ცენტრი "ავტოგრაფ მოლი" აშენდება.
Cushman & Wakefield Veritas-ის ინფორმაციით, სამშენებლო პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება.
პროექტი თბილისში, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე, განხორციელდება. იქ, სადაც ახლა ჰიპერმარკეტი "გუდვილი" და სხვა სავაჭრო ობიექტებია.
გეგმის მიხედვით, სავაჭრო ცენტრი სამ სართულზე მოეწყობა.
"ავტოგრაფ მოლში" განთავსდება ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები, ქსელური მაღაზიები. აქვე მოეწყობა კაფე-რესტორნები და ბავშვთა გასართობ ზონაც.
პროექტი ჯამში აერთიანებს 43,100 მ² მიწის ნაკვეთს. მშენებლობა 60,000 მ²-ზე განხორციელდება.