licenzia.ge-ს პლატფორმაზე, ტაქსის ლიცენზიის მინიმალური გასაყიდი ფასი 580 ლარია, მაქსიმალური კი  10 000.

ლიცენზიის გაყიდვის გარდა საიტზე სთავაზობენ გაქირავებასაც, როგორც დღიურად, ასევე თვიურად.  დღიურად გაქირავების მინიმალური ფასი 10 ლარია, თვიურად გაქირავების კი 50.

საიტზე მსურველებს ლიცენზიის უფასოდ თხოვებასაც სთავაზობენ.

ცნობისათვის, A კატეგორია მოიცავს ქალაქში მოძრავ თეთრი ფერის ტაქსებს, რომელთაც აქვთ სპეციალური მანიშნებელი – „ტაქსი თბილისი“.

 A კატეგორიის ნებართვასთან დასაკავშირებელი ავტომობილი რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. 

  • ფერი: თეთრი
  • საჭის მდებარეობა: მარცხნივ
  • კარის რაოდენობა: 5
  • კატეგორია: M1 (არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის ავტომობილი)
  • უნდა იყოს განბაჟებული
  • ტექ-დათვალიერება უნდა ჰქონდეს გავლილი