რას ნიშნავს ბიზნესისთვის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის მატება? და რა გავლენას მოახდენს პროდუქტის ფასზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილება? კითხვებით ,,კომერსანტმა’’ თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი კომპანია JTI-ს მიმართა. (Japan Tobacco International) კომპანიის კორპორაციული საკითხებისა და კომუნიკაციების დირექტორი კავკასიაში ალექსანდრე ავაზაშვილი აცხადებს, რომ აქციზზე გადასახადის მატება თამბაქოს ნაწარმს გააძვირებს.

,,აქციზის 20 თეთრიანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გაზრდილი საგადასახადო ტვირთის დასაბალანსებლად 2025 წელს საჭირო იქნება საცალო ფასების უფრო მეტით ზრდა. ფასების ასეთი მატება კი, თავის მხრივ, დიდი ალბათობით გამოიწვევს ფასების შოკს და კონტრაბანდული საქონლის წილის ზრდას. სიგარეტზე და გასახურებელ თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ფიქსირებული კომპონენტის ზრდა შეიცავს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებლის ზრდის რისკს. გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წლის აპრილიდან სიგარეტის ბაზარი მთლიანად გადადის სადა შეფუთვაზე, დიდია ალბათობა იმისა, რომ გაიზრდება კონტრაბანდის მაჩვენებელი. თავის მხრივ, გაზრდილი კონტრაბანდა ნიშნავს  ლეგალური ბაზრის შემცირებულ მოცულობას, რომლის მიერ გამოწვეულმა საბიუჯეტო დანაკარგებმა შესაძლოა გადააჭარბოს აქციზის განაკვეთის ზრდით დაგეგმილ ზრდას საბიუჯეტო შემოსავლებში.’’- აცხადებს ალექსანდრე ავაზაშვილი.

JTI-ს კორპორაციული საკითხებისა და კომუნიკაციების დირექტორი კავკასიაში ჩვენთან აცხადებს, რომ მათ წინა კვირის ბოლოს შეიტყვეთ აქციზის მოსალოდნელი ზრდის შესახებ. კომპანია მთავრობასთან კომუნიკაციას გეგმავს, რათა საკუთარი წინადადება გააცნოს.

,,ჩვენ ვთხოვეთ, რომ განიხილონ აქციზის გადასახადის 10 თეთრიანი მატება 2025 წლის 1 იანვრიდან, მისი გავლენის შეფასება ლეგალურ ბაზარზე სადა შეფუთვის რეგულაციის პირობებში და შემდგომი გადაწყვეტილების მიღება აღნიშნული შედეგების საფუძველზე მოხდეს.’’- აცხადება ალექსანდრე ავაზაშვილი.

JTI-ს კორპორაციული საკითხებისა და კომუნიკაციების დირექტორი კავკასიაში აცხადებს, რომ აქციზის ზრდა შეიცავს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის მაჩვენებლის ზრდის რისკს.

,,თავის მხრივ, გაზრდილი კონტრაბანდა ნიშნავს  ლეგალური ბაზრის შემცირებულ მოცულობას, რომლის მიერ გამოწვეულმა საბიუჯეტო დანაკარგებმა შესაძლოა გადააჭარბოს აქციზის განაკვეთის ზრდით დაგეგმილ ზრდას საბიუჯეტო შემოსავლებში.’’- ამბობს ალექსანდრე ავაზაშვილი.