SPRIBE OÜ-ს სარჩელის საფუძველზე, ბრაზილიის სასამართლომ (პერნამბუკუ, TJPE) წინასწარი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, დროებითი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც NSX Brasil S.A.-ს - იგივე Betnacional-ს - დაუყოვნებლივ აეკრძალა ბრენდ "AVIATOR"-ის უნებართვო გამოყენება.
Betnacional-ის შესახებ და კავშირი საქართველოსთან
Betnacional ბრაზილიის სათამაშო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომელსაც კომპანია NSX Brasil S.A. მართავს. მას შემდეგ, რაც Flutter Entertainment Plc-მა NSX ჯგუფის საკონტროლო პაკეტი შეიძინა, NSX გლობალური გიგანტის, Flutter Entertainment Plc-ის შემადგენელ ნაწილად იქცა. აღსანიშნავია, რომ სწორედ Flutter Entertainment PLC ფლობს კომპანია „აჭარაბეთს“საქართველოსა და სომხეთში.
სამართლებრივი დავა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც Betnacional-მა თავის პლატფორმაზე განათავსა თამაში სახელწოდებით "AVIATOR" - "Aviator Studio"-ს მიერ შეთავაზებული პროდუქტი, რომელიც საქართველოში დაფუძნებულ შპს “ავიატორთანაა” კავშირში.
აღსანიშნავია, რომ "Aviator Studio"-მ ეს თამაში 2025 წლიდან შესთავაზა ბაზარს - მხოლოდ მას შემდეგ, რაც “AVIATOR“-მა, რომელიც SPRIBE-მა 2018 წელს შექმნა, გლობალური აღიარება მოიპოვა. საყურადღებოა ისიც, რომ Betnacional 2022 წლიდან იყო SPRIBE-ის ავტორიზებული ლიცენზიანტი.
SPRIBE-ის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად Betnacional-თან გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების პატივისცემისა, კომპანიის ლოგიკური პოზიციაა, რომ დაიცვას მისი ინტელექტუალური საკუთრება და მიმართავს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას მისი უფლებების დასაცავად.
სასამართლოს განკარგულება და აღსრულება
სასამართლომ დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მიიღო გადაწყვეტილება და დაავალა NSX Brasil S.A.-ს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სასაქონლო ნიშნის “AVIATOR”-ის, აგრეთვე ნებისმიერი იდენტური ან მასთან აღრევამდე მსგავსი ნიშნის გამოყენება. აკრძალვა ასევე მოიცავს მოსარჩელის პროდუქტთან ასოცირებული ვიზუალური, გრაფიკული ან აუდიოვიზუალური ელემენტების რეპროდუცირებას. ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლომ ყოველდღიური ჯარიმა დააწესა. ეს ზომა ძალაში რჩება სასამართლოს მიერ მის შეცვლამდე ან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
გლობალური პოზიცია ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე
SPRIBE-მა თამაში “AVIATOR” 2018 წელს შექმნა და მას შემდეგ თამაშმა მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა მოიპოვა. ამ წარმატებისა და ბრენდის გლობალური აღიარების შედეგია ისიც, რომSPRIBE UFC-ის, AC Milan-ისა და WWE-ს სპონსორია და ჰყავს მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ბრენდ-ამბასადორები.
ბრაზილიაში მიღებული ეს შუალედური გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია SPRIBE-ის გლობალურ სტრატეგიაში - საკუთარი აქტივების დასაცავად. კომპანია აქტიურად აკვირდება ბაზრებს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და განაგრძობს სასაქონლო ნიშნებისა და საავტორო უფლებების დაცვას ყველა იურისდიქციაში.
SPRIBE მზად არის გამოიყენოს ყველა საჭირო სამართლებრივი ბერკეტი დამრღვევთა წინააღმდეგ,რათა დაიცვას ორიგინალური "AVIATOR"-ის მთლიანობა და უზრუნველყოს სამართლიანი და გამჭვირვალე გარემო თავისი მომხმარებლებისთვის მთელს მსოფლიოში.