"ქარუ" (CARU)15 იანვარს საყოველთაო გაფიცვას უერთდება.
"სოლიდარობას ვუცხადებთ პატიმრებს, ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას და ვაცხადებთ რომ ხვალ 15:00-18:00-მდე ქარუს ოფისი არ იმუშავებს. შესაბამისად ვერ მივიღებთ ახალ შეკვეთებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხელოსნები და ავტოასისტენტები ჩვენი თანამშრომლები არ არიან და ჩვენგან დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა. ზუსტად ისევეა როგორც საკვების მიტანის პლატფორმასა და რესტორნების შემთხვევაში...
ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პლატფორმის მექანიკურად გათიშვას ვერ ვახერხებთ, შეკვეთას მაინც გააკეთებთ, თუმცა გაუქმდება ყველა შეკვეთა, რომელიხ 15:00-დან 18:00-მდე პერიოდში გაკეთდება. ბოდიში შექმნილი უხერხულობისთვის და მადლობას გიხდით გაგებისთვის...",- აღნიშნავენ განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მთავარი მოთხოვნებია - ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების განთავისუფლება.