„საქსტატის“ III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია, რაც სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით არის განპირობებული.
წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების, ტრანსპორტის და წყალმომარაგება; ნარჩენების მართვის სექტორებში ჩაიდო, რაც ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების 45.6%-ია.
III კვარტალში ყველაზე მეტი FDI შემდეგ კომპანიებში ჩაიდო (ჩამონათვალი რიგითობის მიხედვით დალაგებული არ არის):
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
- შპს სოკარ ენერჯი ჯორჯია
- შპს მაგთიკომი
- სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური
- შპს ქართული ცემენტი [ჰანიველცემენტი]
- სს მინა
- შპს ტოიოტა კავკასია
- შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
- შპს აკვალია საქართველო
- შპს ტავ ურბან საქართველო