14 ივნისი, სიმბოლური დღეა ქართული კინემატოგრაფისთვის, ნატო ვაჩნაძის დაბადების და ამავდროულად,

გარდაცვალების დღე, რომელსაც ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტი, პრემია „ელისო“ მიეძღვნა. კინოდაჯილდოვება  მსახიობის მშობლიურ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლს-მუზეუმში გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართული კინოს  წარმომადგენლებმა მიიღეს. პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ხელოვნების, განსაკუთრებით კი, ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა. წელს, პროექტის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ფრანგული საავტომობილო ბრენდი სიტროენიც გახდა. 

ფოტო: ლაშა გიგაური 

„ ჩვენთვის, ერთმნიშვნელოვნად სასიხარულოა მსგავსი კულტურული პროექტების მხარდაჭერა  და ქართული კულტურის, მათ შორის ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. მოხარული ვართ, რომ წელს სიტროენი გახდა პრემია „ელისოს“ ერთ-ერთი  მთავარი მხარდამჭერი და ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მომდევნო წელი კინოპრემიისთვის  კიდევ უფრო მრავალფეროვანი და შემოქმედებითი იქნება“- თამარ კიკნაძე, სიტროენის  მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

პრემია „ელისო“ 2024 წელს შეიქმნა. კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური  სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და სიტროენი.  მხარდამჭერები - სარაჯიშვილი, ბლუტაბლა, ენკენი ფილმს და ვაზისუბნის მამული. 

წელს „ელისო“-ს ჟიური საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს ქართული კინოს როლსა და მნიშვნელობას მსოფლიო მასშტაბით. პრემიის საერთაშორისო, ვარსკვლავურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან – კარლოს რეიგადასი, ელენე ნავერიანი, სალომე კიკალეიშვილი, აგნეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე,  ანგელიკი პაპულია და ტომას ჰაკიმი, გამარჯვებულები ექვს კატეგორიაში გამოავლინა.  

პრემია „ელისო“ 2025 წლის გამარჯვებულები გახდნენ: 

საუკეთესო ფილმი: წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი) 

ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა - წლის საუკეთესო ფილმი: ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე) საუკეთესო რეჟისორი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

საუკეთესო მსახიობი: დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი), მზია არაბული (გზაჯვარედინზე) 

საუკეთესო ოპერატორი: ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია) საუკეთესო მონტაჟი: მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს) 

საუკეთესო მხატვრული გაფორმება: ქეთევან ნადიბაიძე (პანოპტიკონი) ქართული ლიტერატურისა და თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ნატო  ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი  გახდა მწერალი - ნინო ხარატიშვილი.