„კომერსანტის“ ტრადიციულ რუბრიკაში-"როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად" კომპანიის ექაუნთ-მენეჯერმა, ნათია ორახელაშვილმა სერვისის პროცედურებზე ისაუბრა, მისი თქმით, სანდოობა, ის მთავარი თვისებაა, რომელიც “სითიქომის” პროვაიდერ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ. რაც შეეხება სითიქომის გათამაშებას, გამარჯვებული 17 მარტს გამოვლინდება.
„კომპანიებს ნებისმიერ დროს ვამატებთ, მთავარია, მათი მხრიდან იყოს მზაობა. ჩვენთან ნებისმიერი სერვისი ხელმისაწვდომია, როგორც ერთჯერადი, ისე ყოველდღიური გამოყენების. „ბენე კომფორტი“ სერვისის მიმწოდებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა, შესაბამისად, როგორც ჩვენი, ისე მათი მხრიდან, დიდი სურვილი იყო, რომ დავმეგობრებულიყავით.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გათამაშების პოსტს საკმაოდ დიდი აქტიურობა მოჰყვა. 5 ათას ლარს ვჩუქნით იმ სამეზობლოს, რომლის კომენტარიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს; კომენტარის ავტორი კი ბმულზე უნდა იყოს დარეგისტრირებული. გათამაშება 15 მარტამდე გაგრძელდება და 17 მარტს გამარჯვებულს გამოვავლენთ. არ არის სავალდებულო, გამარჯვებული ჩვენი მომხმარებელი იყოს, უბრალოდ სამომავლოდ აუცილებლად სითიქომელი უნდა გახდეს“,- აღნიშნა ორახელაშვილმა.
,,სითიქიმის“ პროვაიდერი კომპანია - „ბენე კომფორტი“ ერთ-ერთია, რომლის სრულფასოვანი სერვისის მიღებაც „სითიქომის“ პორტალიდან შეგიძლიათ. „ბენე კიმფორტის“ კომერციული დირექტორის, გიზი ურუშაძის თქმით, ამჟამად თბილისსა და ბაკურიანში 40-ზე მეტ სამეზობლოს ემსახურებიან.
,,ბენე კომფორტი“ და ,,სითიქომი" ერთმანეთთან რამდენიმე კომპონენტში თანამშრომლობს; როლები კი გადანაწილებულია, მაგალითად თუ სითიქომი თანხის შემგროვებელი და გადამანაწილებელია, ჩვენ ყველა სხვა სერვისის შემსრულებელი კომპანია ვართ, იქნება ეს დიასახლისი, დაცვა, გამწვანება თუ სხვა.
კონკრეტული სერვისების გამოყოფა გამიჭირდება, ჩვენ მომხმარებელს სრულ სერვისს აწვდის. ჩვენი საშუალებით მომხმარებელი იღებს პარტნიორს, რომელიც მათ სივრცეში, ყველაფერზე პასუხისმგებელია. გვყავს მენეჯერი, რომელიც კონკრეტულ პროექტს ემსახურება, ამასთან ერთად გვყავს გენერალური მენეჯერი, რომელთანაც ყველა ეს განსახილველი საკითხი იყრის თავს; ასევე ფინანსური დეპარტამენტი, რომლის ვალდებულებაც ჩეკებისა და გადახდების მონიტორინგია. ასევე, გვაქვს „ბექოფისი“, ხარისხის მმართველი დეპარტამენტი, რომელიც ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას ყოველკვირეულად აკონტროლებს. ,,ბენე კომფორტი“ ამ ეტაპზე, თბილისსა და გუდაურში, 40-ზე მეტ საცხოვრებელს ემსახურება, „სითიქომთან“ ერთად კი სამ პროექტში ვართ წარმოდგენილი“,- აღნიშნა გიზი ურუშაძემ.