შპს „იმპექსფარმი“ ეხმიანება commersant.ge-ზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კომპანია „გეფა“ სააფთიაქო ქსელი „იმპექსის“ შეძენას გეგმავს.

გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. შპს „იმპექსფარმი“ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს კომპანიის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისებასთან დაკავშირებით არცერთ კომპანიასთან.

კომპანია აგრძელებს დამოუკიდებელ ოპერირებას და განვითარებას გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის შესაბამისად. ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებლებისთვის ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზება, კონკურენტული ფასების უზრუნველყოფა და ქსელის მდგრადი ზრდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სექტორში კომუნიკაცია ეფუძნებოდეს გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას. შესაბამისად, მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, მსგავსი საკითხების გაშუქებისას დაეყრდნონ ოფიციალურ წყაროებს.

შპს „იმპექსფარმი“, როგორც GDP (Good Distribution Practice) სტანდარტის სერტიფიცირებული კომპანია, საქმიანობას ახორციელებს საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნების სრული დაცვით და აგრძელებს განვითარებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად.

კომპანია სრულად კონცენტრირებულია საკუთარი განვითარების გეგმების განხორციელებაზე და ბაზარზე პოზიციების გაძლიერებაზე.