ბრენდი „ლილთე“ 2020 წელს პანდემიის გამოჩნდა და მომხმარებელს მოგონებებით, ემოციური მესიჯებით და მათთვის მნიშვნელოვანი ჩანახატებით შექმნილ შარფებს, ჩანთებს, საწოლის და მაგიდის გადასაფარებლებს და სხვა ნივთებს სთავაზობს. თუ როგორია ბრენდის მიმართ დაინტერესება და რა სამომავლო გეგმები თემზე „კომერსანტთან“ ბრენდის დამფუძნებელმა ანანო ეზიეშვილმა ისაუბრა. მისი თქმით პირველი ნამუშევარი დედისთვის გააკეთა და მის მიერ 4 წლის ასაკში დახატული ნახატით შარფი შექმნა, შემდეგ დიზაინერის დახმარებით ბრენდის ლოგო დაამზადა და ნამუშევარი სოციალურ ქსელში განათავსა, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა. რაც შეეხება ბრენდის სახელს, დამფუძნებელი გვიყვება რომ „ლილთე“ სვანური სიტყვაა და მატყლის ძაფად გარდაქმნას ნიშნავს, მისივე თქმით სწორედ ასე მოგონებებისგან იქმნება ნაჭრები.
„ლილთე 2020 წელს პანდემიის დროს შევქმენი, მაშინ როდესაც საჩუქრების ყიდვა არც ის მარტივი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მე თვითონ ძალიან მიყვარს ისეთი საჩუქრების გაჩუქება, რომელიც განსაკუთრებულ ემოციას ატარებს, გადავწყვიტე პირველი საჩუქარი რაც დედას გავუკეთე 4 წლის ასაკში გამეცოცხლებინა, შარფზე დავიტანე ჩემი ნახატი, რომელშიც დედა მყავდა დახატული და ვაჩუქე. როდესაც ვნახე, რომ დედას ის ემოცია განუახლა გადავწყვიტე, რომ დამეწყო ჩემი ბიზნესი. ვიფიქრე, რომ შეიძლება სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ ემოციები, რომელთა გაცოცხლება ენდომებათ.
ასე შეიქმნა ჩემი ბრენდი, გაყიდვაში გვაქვს ლეპტოპის ჩანთები, უბრალოდ ჩანთები, საწოლის და მაგიდის გადასაფარებლები, სუფრები“ - ანანო ეზიეშვილმა
ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მისი ნამუშევრების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია, ნამუშევრებს ყიდის როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთაც. რაც შეეხება ფასებს ეზიეშვილი აღნიშნავს, რომ მისი ნამუშევრები 70 ლარიდან იწყება და ზომების და ნივთების მიხედვით იზრდება.
„ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ ფბ-ზე და ინსტაგრამზე ვყიდით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ყოველი ნივთი არის ინდივიდუალური ფიზიკური მაღაზიის ან სტენდის გაკეთებას არ საჭიროებს, ადამიანებმა უნდა გამოგვიგზავნონ ნახატი ან წარწერა რა სურთ.
სამომავლოდ ვგეგმავ, რომ საერთო მოგონებებით და ემოციებით შევქმნა ნამუშევრებით, მაგალითად გამოუშვა ლიმიტირებული კოლექციები 90-იანი წლების თემატიკაზე, რადგან ვფიქრობ, რომ მაშინ მეტი ფიზიკური კონტაქტი იყო და კარგი მოგონებები დაგვიგროვდა, ასევე ახლა ძალიან აქტუალურია ფეხბურთი და მსურს, რომ ფეხბურთთან დაკავშირებული განსაკუთრებული ემოციები და მოგონებები გადავიტანო ჩანთებზე, შარფებსა და თუ სხვა ნამუშევრებზე, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა მისი ტარება მუდმივად შეძლონ. თუმცა ეს იქნება ლიმიტირებული სერია მხოლოდ 100 ცალი.აღნიშნული კოლექცია დაახლოებით ორ კვირაში დაგვემატება“ - აღნიშნა ანანო ეზიეშვილმა.
ანანო ეიზეშვილი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ მისი ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანასაც გეგმავს, მისივე თქმით პირველი ქვეყანა სადაც მისი ნამუშევრები გაიყიდება ყაზახეთია, რადგან დაინტერესება უკვე არის.
„ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გვინდა გასვლა, პირველი ქვეყანა იქნება ყაზახეთი იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი ბაზარია, საკმაოდ ბევრი ბავშვი ცხოვრობ და შეგვიძლია რომ ავითვისოთ, აღსანიშნავია ისიც, რომ ყაზახეთიდან საკმაოდ ბევრი შეკვეთა შემოგვივიდა, მათთვისაც უცხოა ასეთი პროდუქტი.
შედარებით ნაკლები, მაგრამ დაინტერესება გვქონდა ევროპიდანაც, რუსეთიდანაც არის დაინტერესება თუმცა რუსეთში არ ვაგზავნი.
რაც შეეხება დასაქმებულებს მყავს დიზაინერი, კურიერი და ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელში მეხმარება“ - აღნიშნა ანანო ეიზეშვილმა.