ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის შეფასებით, რუსეთიდან შემოსული იაფი ხორბალი ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას უსპობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე გადასახადები მოხსნა. ამის შესახებ BMG-სთან ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე საუბრობს.

გაერთიანების ხელმძღვანელის თქმითგამოსავალი არსებობს და ამის გამოცდილება ქვეყანას უკვე აქვსსაუბარია იმ მექანიზმზერომელიც სახელმწიფომ ორი წლის წინ გამოიყენაროდესაც ფქვილზექატოსა და ქერზე სპეციალური საბაჟო გადასახადი შემოიღობენიაიძე მიიჩნევსრომ ანალოგიური მიდგომა ახლა ხორბალზეც უნდა გავრცელდეს.

როდესაც ორი წლის წინ კრიზისი იყოფქვილზექატოსა და ქერზე საბაჟო გადასახადის შემოღებამ დარგი გადაარჩინადღეს ფქვილზე - ტონაზე 300 ლარია დაწესებულიქატოსა და ქერზე კი - 200-200 ლარითუმცახორბალზე ეს გადასახადი არ გვაქვსიმის გამორომ რუსეთმა ხორბალზე საექსპორტო მოსაკრებელი მინიმუმამდე დაიყვანაჩვენი ფერმერები კონკურენციას ვეღარ უძლებენგამოსავალიარომ ხორბალზეც დაწესდეს შესაბამისი საფასური, ვიდრე, რუსეთი თავადარ აღადგენს საექსპორტო ბეგარასეს დააბალანსებს სამივე მხარესპურის ფასი დარჩება სტაბილურიწისქვილები იმუშავებენ და ადგილობრივი ფერმერიც გადარჩება“, - განმარტავს ის.

მისი ინფორმაციით, დღეისთვის, ხორბლის ფასი საშუალოდ 60 თეთრს შეადგენსრაც იმას ნიშნავსრომ ფერმერები მოსავალს ფაქტობრივად, თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდიან.

"60 თეთრი კატასტროფულად დაბალი ფასია, სექტორი გადარჩენისთვის იბრძვის" - აცხადებს ბენიაიძე და განმარტავს, რომ ეს ვითარება განსაკუთრებით მწვავეა იმ ფონზეროცა გასულ წელსროდესაც ფასი 80 თეთრს აღწევდაფერმერებმა თითქმის ყველა ტრადიციული ფართობი დათესეს და წელსაც კარგ მოსავალს ელოდებიან.

დღევანდელი მდგომარეობით, ფასები დაბალია და 60 თეთრია საშუალოდეს გამოიწვია რუსეთიდან მოსაკრებლის მოხსნამრის გამოც ქვეყანაში ძალიან იაფად შემოდის მარცვლეული და ფქვილის ფასიც დაკლებულია. 60 თეთრად ძალიან რთულია კვლავ წარმოების გაგრძელებაფაქტობრივადდღეს მოსავალი თვითღირებულებაზე დაბალ ან მასთან მიახლოებულ ფასად იყიდება. აუცილებელია ფასების პოლიტიკის გადახედვარათა ფერმერმა სესხების გადახდა და წარმოების გაგრძელება შეძლოს“, - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე BMG-სთან და აღნიშნავს, რომ დარგის წარმომადგენლები არ ითხოვენ არარეალურ ფასებს: ჩვენი შეთანხმება იყორომ ხორბალი მინიმუმ, 70 თეთრი უნდა ღირდესთუ აღების პერიოდში ფასი 70 თეთრი იქნება და შემდგომ 80- არ გასცდებაფერმერი კმაყოფილი დარჩება.“

ფასებთან ერთადსექტორის კიდევ ერთ დიდ გამოწვევად ნიკოლოზ ბენიაიძე უხარისხო სათესლე მასალას ასახელებსმისი თქმითქვეყანაში წლებია სერტიფიცირებული სათესლე მასალა დიდირაოდენობით არ შემოსულარაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობასა და ხარისხზე.

ჩვენს ქვეყანაში წლებია დიდი რაოდენობით სერტიფიცირებული სათესლე მასალა არ შემოსულათუ ძალიან მცირე პარტიებს არ ჩავთვლითცალკეულ ფერმერებს ამის გაკეთება ძალიან გვიჭირსეს პროცესი უფრო მასშტაბურად უნდა მოხდესმიმდინარეობს მუშაობარომ ეს საკითხები დალაგდეს და სექტორი განვითარდესრისი პერსპექტივაც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია“, - აღნიშნავს ასოციაციის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია აქტიურ კომუნიკაციაშია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთანბენიაიძე იმედოვნებსრომ სამინისტრო ფერმერების მოთხოვნებს გაითვალისწინებს და უახლოეს პერიოდში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

მინისტრთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ფერმერებს გვაქვს მოლოდინირომ ეს ნაბიჯები შედეგს გამოიღებსდაპირება გვაქვსრომ იმ გამოწვევებსა და რყევებსრაც ხლა დაიწყოყურადღებას მიაქცევენველოდებით უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებასვფიქრობთისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენრომ დარგმა წინსვლა გააგრძელოსეს ინფორმაცია ძალიან მალე გახდება ცნობილი“, ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.

bm.ge