2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტში შესულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 108,293,074.65 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 82,052,433.64 ლარს შეადგენდა. შესაბამისად ზრდა 32%-ია.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში სხვადასხვა სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში  შემდეგი თანხები შევიდა:

  • კაზინოების (სამორინეების) სათამაშო მაგიდიდან - 2 ლარი,
  • სათამაშო აპარატებიდან - 51,861,071.7 ლარი,
  • ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან - 1000 ლარი,
  • წამახალისებელი გათამაშებიდან - 3,028,124.68 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 10,955,484.79 ლარი, ლატარიების მოწყობაზე - 602.01 ლარი,
  • სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 42,446,789.42 ლარი,
  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროდან - 60,248.70 ლარი,
  • კლუბის მაგიდიდან - 1,604,133.0 ლარი,
  • სამორინეს მაგიდიდან - 40,770,116.85 ლარი,
  • სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან - 12,290.80 ლარი.