გასული წლის მეოთხე კვარტალში საქმიანობების მიხედვით, ყველაზე მეტად ნამუშევარი საათების რაოდენობა გაზრდილია სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების დარგში.

უფრო კონკრეტულად, სამუშაოს ხანგრძლივობის ზრდა სხვადასხვა დარგების მიხედვით ასეთია:

  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 45%-ით;
  • მრეწველობა — 26.4;
  • მომსახურება 24.6%;
  • მშენებლობა 10%.

კონკრეტული საქმიანობების მიხედვით კი ყველაზე მეტად ნამუშევარი საათები გაზრდილია სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების დარგში.

სამუშაოს ხანგრძლივობის ზრდა კონკრეტული ქვეჯგუფების მიხედვით ასეთია:

  • სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 105%-ით;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია 82.8%;
  • საცალო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა 51.7%.