საქართველოში იმპორტირებული ზეთის ღირებულება 32%-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში იმპორტირებულია 68.519 მლნ დოლარის ღირებულების 45 345 ტონა მზესუმზირის ზეთი, ხოლო 2024 წელს 54.637 მლნ დოლარის ღირებულების 47 838 ტონა ზეთი შემოვიდა ქვეყანაში.
შესაბამისად, თუ გასულ წელს 1 ლიტრი ზეთის საშუალო საიმპორტო ფასი 1.5 დოლარი იყო, 2024 წელს მისი ფასი 1.14 დოლარს შეადგენდა.