საქართველოში FMCG ბაზარი მოსალოდნელია, რომ წლიურად 8.0%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში და 31.7 მლრდ ლარს მიაღწევს 2028 წელს - ამის შესახებ Galt&Taggart-ის მიმოხილვაში „FMCG ბაზარის ტენდენციები საქართველოშია“ აღნიშნული.

„FMCG ბაზრის ზრდის წარმართველო ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდა.

FMCG სექტორი ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარების ხარჯზე იზრდება, თუმცა ტურიზმის აღდგენასა და მიგრანტების შემოდინებას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჰქონდა 2022-23 წლებში“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, 2028 წლისთვის ბრენდული ქსელები ბაზრის ნახევარზე მეტს დაიკავებს.

„ბრენდული ქსელების წილი 31.3%-დან 40.7%-მდე გაიზარდა 2021-2024 წლებში. ბრენდული ქსელების ბაზარი წლიურად 14.9%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში (+24.5%-იანი ზრდა 2021-24 წლებში) გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე, რაც საბაზრო წილის 52.0%-მდე ზრდას გამოიწვევს (მიმდინარე 40.7%-დან)“, - წერია მიმოხილვაში.