ავიაკომპანია „Vision Air“-ი საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, მოლდოვური ავიაკომპანია კიშინეუ - თბილისი - კიშინეუს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს 2025 წლის 2 ნოემბრიდან შეასრულებს.
„Vision Air“-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას კვირაში ერთი სიხშირით (კვირა) დაიწყებს და ეტაპობრივად გაზრდის ფრენების რაოდენობას, კერძოდ, 13 ნოემბრიდან დაამატებს მეორე სიხშირეს (ხუთშაბათი), ხოლო 16 დეკემბრიდან, ავიაკომპანია ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მიანიჭა.
“Vision Air”-ი არის მოლდოვაში რეგისტრირებული ავიაკომპანია, რომელმაც უკრაინულ „SkyUp Airlines“-თან პარტნიორობით ოპერირება 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო. მოლდოვიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ამჟამად კიდევ ერთი ავიაკომპანია - FLYONE ასრულებს.
საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახალი ავიაკომპანია იწყებს
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში - ევროპული საბჭო
„საქართველოს მოლდოვის შურს, რადგან ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ წინ“ - მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარე
ვენეციის კომისია - კანონმდებლობა ოპოზიციის არსებობას აფერხებს, გრანტებთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი სანქციები გადასახედია
მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა