გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა და მიმდინარე ფასებში 91.9 მილიარდ ლარს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე დიდ - 15%-იან წილს ვაჭრობის სექტორი იკავებს, მეორე პოზიციაზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.9%-იანი წილით, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობაა 9.3%-ით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წელს პირველ ადგილზე 29.1%-იანი ზრდის ტემპით იყო განათლების სექტორი, რომლის წვლილმაც მშპ-ში 4.6 მილიარდ ლარს მიაღწია. მეორე პოზიციას 24.3%-იანი ზრდის ტემპით იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგი, რომელიც მათ შორის IT სექტორსაც მოიცავს. მესამე ადგილზე კი 17.9%-იანი ზრდის ტემპით არის სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა.
ეკონომიკური საქმიანობის სახეები | ეკონომიკის სექტორების ზომა 2024 წელს | სექტორის ზრდა/კლების ტემპი 2024 წელს |
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | 12.2 მილიარდი ლარი | 6.7% |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები | 7.9 მილიარდი ლარი | 1.7% |
დამმუშავებელი მრეწველობა | 7.5 მილიარდი ლარი | 2.1% |
მშენებლობა | 6.7 მილიარდი ლარი | 14.2% |
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება | 5.6 მილიარდი ლარი | 17.9% |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 5.1 მილიარდი ლარი | 24.3% |
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა | 5.0 მილიარდი ლარი | 4.4% |
ტრანსპორტი და დასაწყობება | 4.7 მილიარდი ლარი | 8.3% |
განათლება | 4.6 მილიარდი ლარი | 29.1% |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | 4.2 მილიარდი ლარი | 14.9% |
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები | 3.3 მილიარდი ლარი | 8.1% |
ხელოვნება, გართობა და დასვენება | 3.3 მილიარდი ლარი | 16.4% |
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები | 3.0 მილიარდი ლარი | 7.5% |
ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება | 2.0 მილიარდი ლარი | -8.3% |
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები | 1.9 მილიარდი ლარი | 14.1% |
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები | 913 მილიონი ლარი | 17.8% |
სხვა სახის მომსახურება | 790 მილიონი ლარი | 1.1% |
სამთომოპოვებითი მრეწველობა | 720 მილიონი ლარი | 7.4% |
წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები | 593 მილიონი ლარი | 9.0% |
შინამეურნეობების როგორც დამქირავებლის საქმიანობები; არადიფერენცირებული საქონლის და მომსახურების წარმოება შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისათვის | 95 მილიონი ლარი | 4.1% |