2025 წლის 26 სექტემბერს, ჩატარებული შეფასების შედეგად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა სს „ბანკ ქართუს“ გაუმჯობესებული გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი B+ მიანიჭა.
„ბანკმა ქართუმ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და გააუმჯობესა თავისი რეიტინგი, რაც პირდაპირ მოწმობს, როგორც შიდა მართვის მაღალი ხარისხის ეფექტიანობას, ისე ბანკის ფინანსურ სტაბილურობასა და გრძელვადიან მდგრადობას. აღნიშნული შედეგი ასახავს ორგანიზაციის უნარს, ეფექტურად უპასუხოს თანამედროვე საბანკო სექტორის გამოწვევებს და განაგრძოს განვითარება სტრატეგიული მიზნების შესაბამისად“ განაცხადა ბანკი ქართუს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.
საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს არამხოლოდ ბანკის წარმატების აღიარებას, არამედ ასევე ზრდის მის სანდოობას ინვესტორებსა და პარტნიორებთან ურთიერთობებში.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის ამაღლება განპირობებულია ბანკის აქტივების ხარისხის გაუმჯობესებით, ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდითა და მაღალი კაპიტალიზაციის მაჩვენებლებით.
„ვულოცავთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიას ბანკ ქართუს ამ საერთაშორისო აღიარებას, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. აღნიშნული მიღწევა ბანკის გუნდის პროფესიონალიზმსა და დაუღალავ შრომას ასახავს, რაც მისი გრძელვადიანი მდგრადობისა და განვითარების საფუძველია” - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.