იანვარ-აპრილში საქართველოდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტმა 37 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. მისივე ცნობით, შარშან იგივე პერიოდში აღნიშნულ მაჩვენებელი 30 მილიონ დოლარს შეადგენდა.
იანვარ-აპრილის მონაცემებით, ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 18,6 მილიონი დოლარი უზბეკეთში ფიქსირდება, მას მოსდევს აზერბაიჯანი 8,1 მილიონი დოლარით, სომხეთი 3,6 მილიონით, შემდეგია ყირგიზეთი 1,2 მილიონით.
ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებულმა ექსპორტმა 333 ათას დოლარს შეადგინა.
2023 წელს საქართველოდან ექსპორტზე 126,5 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა.
წყარო: jandacva.ge