საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაცია ოფიციალურად დარეგისტრირდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ასოციაცია 2025 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გამგეობის წევრები არიან:

თავმჯდომარე/წევრი: ზაზა ნიშნიანიძე, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა;

გამგეობის წევრები: საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეები: ლავრენტი ანჩაბაძე, ვახტანგ კარიჭაშვილი, ბადრი კაკაბაძე და დავით ხარაიძე.

გენერალური დირექტორი - საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე მარატ შაიდაევია. აღმასრულებელი დირექტორი - გიორგი მუსხელიშვილი.