საქართველოს საპენსიო სააგენტომ „თეგეტა ჰოლდინგის" მიერ გამოშვებულ 10-მილიონიან ობლიგაციებში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა - ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს" მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა.
„თეგეტა ჰოლდინგმა" 10 მილიონი ლარის ღირებულების 2 წლის ვადიანობის ობლიგაციები 2024 წლის 5 ივლისს განათავსა. ახალი ფასიანი ქაღალდის წლიური განაკვეთი 13.5%-ს შეადგენს.
შედეგად, ეს გახდა რიგით მეხუთე კერძო კორპორაციული ობლიგაცია, რომელშიც საპენსიო სააგენტომ თანხა დააბანდა. შედეგად, საპენსიო სააგენტოს დაბანდებები ქართულ ობლიგაციებში ასე ნაწილდება:
სს „ნიკორა" - 3.5 მილიონი ლარი;
სს „თიბისი ლიზინგი" - 18.7 მილიონი ლარი;
სს „თიბისი ლიზინგი" - 3 მილიონი ლარი;
სს „საქართველოს კაპიტალი" - 5.6 მილიონი დოლარი;
შპს „სელფი მობაილი" - 13 მილიონი ლარი;
შპს „თეგეტა ჰოლდინგი" - 2 მილიონი ლარი.
წყარო: bm.ge