ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა სამუშაოების დისტანციურ რეჟიმში შესრულება, რაც საშუალებას აძლევს კომპანიებს  მათთვის სასურველი კვალიფიკაციის კადრების მომსახურებით ისარგებლონ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან.  მაგალითად IT კომპანიები ინტენსიურად იყენებენ შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში მათი დაქირავებულების მომსახურებას დისტანციურ რეჟიმში.  ასევე, აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენებასთან ერთად, არ მომხდარა საგადასახადო კოდექსში რაიმე ცვლილების განხორციელება.  აქედან გამომდინარე, აქტუალური გახდა შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში, დისტანციურად მომუშავე პირების საგადასახდო ვალდებულების შესრულების სწორად განსაზღვრის საკითხი,  როგორც საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირებისათვის,  ისე საქართველოს რეზინდეტი იურიდიული პირებისათვის. 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გრანთ თორნთონ საქართველო ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით, საჯარო-კერძო დიალოგს მართავს. ღონისძიება 3 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ წარმომადგენლები შემდეგი უწებებიდან: ფინანსთა სამინისტრო, შემოსავლების სამსახური, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის აპარატი, შრომის ინსპექციის სამსახური,  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სამსახური.

ღონისძიებას დაესწრებიან ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები და შესაძლებლობა ექნებათ კითხვები დაუსვან კომპტენტური სამსახურების წარმომადგენლებს.

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 68,000-მდე თანამშრომელი, 145-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.

ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA)

ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია. ასოციაციის მისია შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება-ლობირება და საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.