გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად ჩვენს მიერ აქტიურად ხდებოდა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის განვითარება. - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით 2023 წელს ამოქმედდა 883 ვიდეოკამერა, მათ შორის 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 ნომრის ამომცნობი. ქვეყნის მასშტაბით სისტემაში ჯამში 7419 ვიდეოკამერაა ჩართული. გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა 168 სექცია, რომელიც 447 კილომეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთს ფარავს. შედეგად, საქართველოს მასშტაბით სულ მოწყობილია 574 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რაც ჯამურად ფარავს 2024-კილომეტრს.
„მნიშვნელოვანია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც გამკაცრდა სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე და ზამთრის საბურავების გარეშე მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილებაზე. გამკაცრებული კანონის, გაზრდილი ჯარიმების და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული არაერთი აქტივობის შედეგად, გასულ წელს სამი კვარტლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ იკლო. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეოთხე კვარტალში ამ მიმართულებით არსებული სტატისტიკა გაუარესდა. 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. - 5469, ხოლო 2023 წ.- 5594). 3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო, ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი. საგზაო უსაფრთხოების დაცვაში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს. მნიშვნელოვანია რომ ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ფართოვდება საპატრულო პოლიციის არეალი და 2024 წელს, აღნიშნული პროცესის გაგრძელება იგეგმება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა“. - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით 2023 წელს არაერთი მნიშვნელოვვანი პროექტი განხორციელდა“ - ვახტანგ გომელაური
ევროპაში არის არაერთი ლიდერი, რომელიც ჯანსაღად უყურებს ურთიერთობებს საქართველოსთან - ირაკლი კობახიძე
ჩვენთვის ღირებულებას წარმოადგენს ევროპა და ევროპული ფასეულობები და არა კონკრეტული პოლიტიკოსები თუ ბიუროკრატები - ირაკლი კობახიძე
საქართველოს როლი ევროპისთვის შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს - ირაკლი კობახიძე
ირანზე თავდასხმები „ნაკლებად სავარაუდოა“. თუ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, ჰორმუზიც გაიხსნება - ტრამპი
შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - მარიამ ქვრივიშვილი