გთავაზობთ  ინტერვიუს :  სლავ ბენ-არი, ოფშორის კვლევისა და განვითარების აღმასრულებელი დირექტორი, Rakuten Viber.

უკვე წელიწადზე მეტია, რაც Rakuten Viber-მა  საქართველოში ახალი ოფისი გახსნა.რეგიონში ვაიბერის მიღწევებზე და მნიშვნელოვან წინსვლაზე Slav Ben-Ari ვრცლად გვიამბობს და პასუხობს კითხვებს:

რა წინსვლა ჰქონდა Viber-ს თბილისში ოფისის გახსნის შემდეგ? რა მნიშვნელოვანი მიღწევები გაქვთ ამ დროში?

“- უკვე წელზე მეტს ითვლის, რაც Rakuten Viber-მა  თბილისში ახალი ოფისი გახსნა  და ამ დროში, მართლაც,  მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. საქართველოში Rakuten Viber აღიარებულია საერთაშორისო კომპანიად,  ეს  პლატფორმა, გლობალური მასშტაბით მოქმედი ტექნიკური კომპანიებისთვისაა განკუთვნილი. აღიარება გვავალდებულებს, გავაფართოოთ ჩვენი აქტივობები საქართველოში და ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას.

ჩვენ გავხსენით ახალი ოფისი თბილისში, რომელიც ჩვენი გუნდისთვის, კომფორტულ სამუშაო გარემოს  უზრუნველყოფბს. ქართული გუნდი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია Viber-ის მობილურ აპლიკაციაზე, სპეციალიზებულია iOS-ისა და Android-ის სისტემების განვითარებაზე, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის კონტროლზე.

კომპანიის ამჟამინდელი “შეღწევადობა” საქართველოში 50%-ზე მეტია (MAU% სმარტფონის შეღწევადობა). ჩვენ ვაგრძელებთ კომპანიის აქტივობების გაფართოებას ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქართველი მომხმარებლები  ძლიერი და უსაფრთხო საკომუნიკაციო არხით უზრუნველვყოთ.”

კითხვებზე თუ რამდენად კმაყოფილია Viber თბილისში გახსნილი ოფისის მუშაობით? დაბრკოლებებსა და გამკლავების გზებზე  წარმომადგენელი გვპასუხობს:

“მას შემდეგ, რაც Rakuten Viber-მა  საქართველოში ოფისი გახსნა, ჩვენ  აპლიკაციის ქართველ მომხმარებლებთან მეტად დაახლოების  და სხვადასხვა კომპანიებთან  ძლიერი კავშირების  ჩამოყალიბების საშუალება მოგვეცა.  ქართველი მომხმარებლების ბაზა ჩვენთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. მათთან დაახლოება, მათზე მორგებული შეთავაზებების უზრუნველყოფაში გვეხმარება.  გვსურს, მათ უსაფრთხო საკომუნიკაციო პლატფორმა  შევთავაზოთ  და აქტუალური გლობალური თუ ადგილობრივი კონტენტის ერთ სივრცეში მიღების საშუალება მივცეთ. 

როგორც ახალ ბაზარზე შემოსული ნებისმიერი გლობალური კომპანია,  რამდენიმე საინტერესო გამოწვევის წინაშე ჩვენც აღმოვჩნდით, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის უკეთ გაცნობას გულისხმობდა.ჩვენ ამ გამოწვევებს  ეფექტური კომუნიკაციით, თანამშრომლობით, ჩვენი გუნდის წევრების ძლიერი  უნარების გამოყენებითა და ადგილობრივ კომპანიებთან თუ ორგანიზაციებთან სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებით გავუმკლავდით, რომ აღარაფერი ვთქვათ თბილ დახვედრაზე, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ადგილობრივი მოვაჭრეებისგან მივიღეთ. 

ეს ყველაფერი  ჩვენი სტრატეგიის გაუმჯობესებაში გვეხმარება, რომელიც  ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებს  მაღალი ხარისხით დააკმაყოფილებს. ვფიქრობთ, რომ ამ გამოწვევებმა  ჩვენი სურვილი, საქართველოში წარმატების მიღწევისა, კიდევ უფრო გააძლიერა.”

კომპანიის გლობალური მარკეტინგული სტრატეგიაზე და იმაზე, თუ  როგორ შეუწყო ხელი კომპანიის საქართველოში დამკვიდრებამ Viber-ის გლობალურ სტრატეგიასა და ზრდას კომპანია Viber  გვპასუხობს:

“გლობალური ტექ-კომპანია, რომელიც მსოფლიოს მრავალ ბაზარზე არის  წარმოდგენილი, Rakuten Viber მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდის მიზნით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მარკეტინგულ სტრატეგიებს მიმართავს.

ერთ სივრცეში ფუნქციებისა და სერვისების ფართო სპექტრის შეთავაზებით, Viber-ი მიზნად ისახავს  მომხმარებელთა ყველა კომუნიკაციასთან დაკავშირებული საჭიროება დააკმაყოფილოს,  რათა აპლიკაცია მათთვის მეტად ღირებული გახდეს.

მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, Viber-მა საფინანსო ტექნოლოგიის ტერიტორიაზე შეაბიჯა. 2022 წელს  Viber Pay  საბერძნეთსა და გერმანიაში ავამუშავეთ. ეს ფუნქცია, აპლიკაციის მეშვეობით,  მომხმარებლებს ციფრული საფულის ქონის საშუალებას  აძლევს, რაც ერთმანეთთან გადარიცხვებს საგრძნობლად ამარტივებს. გეგმაში გვაქვს, Viber Pay სხვა რეგიონებშიც ავამოქმედოთ.

განახლებული სუპერ-აპლიკაციის  სოციალურ ტერიტორიაზე შემოსვლა კომპანიის უფრო დიდ მიზანზე მოგვითხრობს: გახდეს ყველაზე ინკლუზიური და ღირებული პლატფორმა თავისი მომხმარებლებისთვის, ასევე, პოტენციურად, კომპანიისთვის ახალი შემოსავლის ნაკადები გახსნას.”

ვინაიდან Viber აგრძელებს გაფართოებას თბილისში, ის იმედოვნებს ქართველი პერსონალის გაზრდასაც თუ როგორ იგეგმება ადგილობრივი განვითარება უახლოეს მომავალში იხილეთ ვრცლად:

“რადგან Viber თბილისში ფართოვდება, დიახ,  ვგეგმავთ გავზარდოთ ქართველი პერსონალი  და შემდგომი ინვესტიცია საოფისე ინფრასტრუქტურაში ჩავდოთ. ჩვენ გვჯერა ადგილობრივი დასაქმებულების ნიჭისა და პოტენციალის. გუნდის გაფართოება უფრო ამბიციური პროექტების განხორციელებისა და ინოვაციის საშუალებას გვაძლევს.  ინოვაციური კულტურის განვითარება ჩვენი მიზანია. 

გუნდის გაფართოებით, ჩვენ შევძლებთ, საშუალება მივცეთ გუნდის წევრებს წარმოადგინონ და განახორციელონ თავიანთი იდეები, რაც თავის მხრივ, ქართველი მომხმარებლის კმაყოფილებას გაზრდის.”

კომპანია Viber-მა  ადგილობრივ პროექტებსა და აქტივობებზეც გვიამბო

“როგორც გლობალური კომპანია, ადგილობრივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაღრმაოთ ჩვენი კავშირი ადგილობრივ საზოგადოებასთან. ეს ინიციატივები არა მხოლოდ აძლიერებს Viber-ის გამოცდილებას ქართველი მომხმარებლებისთვის, არამედ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას უზრუნველყოს შესაბამისი, სასარგებლო და სასიამოვნო საკომუნიკაციო პლატფორმა.

მაგალითად:Viber-მა რამდენიმე საინტერესო და ინსპირაციული პროექტი თუ აქტივობა განახორციელა ადგილობრივ ბაზარზე. მათ შორის, აღსანიშნავია პროექტი - Viber Camp, ფართომასშტაბიანი,  30 დღიანი, უფასო მარათონი კონტენტის შემქმნელთა უნარების გასავითარებლად. კონკურსში მონაწილეობა  ასობით ქართველმა კონკურსანტმა მიიღო. ორი თვის განმავლობაში, გამოცდილი საერთაშორისო და ადგილობრივი მენტორების ხელმძღვანელობით, მონაწილეებმა Viber არხის შექმნა და გამოწერთა რაოდენობის გაზრდა ისწავლეს.მარათონის ფინალისტებმა, საკუთარი არხების მეტად განვითარებისთვის ვაიბერისგან ღირებული პრიზები და სარეკლამო მხარდაჭერა მიიღეს. Viber Camp-ზე გამოხმაურება საოცარი იყო, ასობით კონკურსანტმა  საქართველოდან საკუთარი Viber არხები  შექმნა და Viber Camp მარათონს შეუერთდა.

ამ გაზაფხულზე,  ქართველი მომხმარებლებისთვის,  Viber-მა შთამაგონებელი და შემოქმედებითი კონკურსი ჩაატარა — „სტიკერების ნაკრების მთელი ოჯახი“. ამ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს  თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობების ჩვენება და Viber-ზე უნიკალური „ოჯახური სტიკერების ნაკრების” ერთ-ერთი თანაავტორობა შეეძლოთ.  მონაწილეობა რამდენიმე ათასმა კონკურსანტმა მიიღო. კონკურსის გამარჯვებულებს  პრიზები გავუგზავნეთ. ხოლო ქართველი მომხმარებლების მიერ შექმნილი საოჯახო სტიკერების ნაკრები Viber-ზე განვათავსეთ.”

ინოვაციების თვალსაზრისით Viber-მა ადგილობრივ გუნდში შემოქმედების კულტურის გასავითარებლად შემდეგი ნაბიჯები გადადგა:

“ვინაიდან Viber-ს სურს განავითაროს კრეატიულობის კულტურა ადგილობრივ გუნდში,  სწორედ ამ მიზნით,  ვაიბერი ცდილობს მხარდამჭერი და ერთიანი სამუშაო გარემო შექმნას, რომელიც, თავის მხრივ, თანამშრომლების იდეებისა და შემოქმედების  განვითარებაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, ჩვენ ხელს ვუწყობთ გუნდის წევრების  პროფესიულ განვითარებას , შესაბამისად,  მათთვის გლობალურ ტრენინგებსა და სემინარებს უზრუნველვყოფთ. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ გუნდის წევრებს მონაწილეობა მიიღონ ინდუსტრიის ღონისძიებებში, კონფერენციებსა და ჰაკათონებში, რათა ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ტენდენციებს, მარტივად დაეწიონ.”

Viber მომხმარებელთა უკუკავშირს  დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და როგორ იყენებს მას განვითარების პროცესში? არის თუ არა რაიმე სიახლე, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა , ვაიბერი ასე გვეხმაურება:

“როგორც, ნებისმიერი ტექნოლოგიური პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც მუდმივად ვითარდება, მომხმარებლის გამოხმაურება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც განვითარების პროცესში უპირატესობას ვანიჭებთ.  ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ მომხმარებლებს,  სხვადასხვა არხის მეშვეობით,უკუკავშირი  გაგვიზიარონ. მათ შორის არის მომხმარებელთა მხარდამჭერი გუნდი, გამოკითხვები და ა.შ.

Viber-ს ჰყავს სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აანალიზებენ და აფასებენ მომხმარებელთა გამოხმაურებას, რათა გამოავლინონ გაუმჯობესების სფეროები. ეს საშუალებას გვაძლევს აპლიკაციის განახლებებისა და გაუმჯობესებების დაგეგმვისას Მომხმარებლის მოთხოვნები გავითვალისწინოთ.

აპლიკაციაში  განახლებები სწორედ მომხმარებლის გამოხმაურების საფუძველზე განხორციელდა. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ,  Viber-მა  მეხსიერების მართვის ახალი ფუნქცია გამოუშვა, რომელიც Viber-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავიანთი მეხსიერება  მოხერხებულად მართონ და საჭიროების შემთხვევაში სივრცე გაათავისუფლონ.

ასევე 2023 წლის დასაწყისში Viber-მა  Business Inbox წარადგინა, რათა  კომუნიკაცია ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის კიდევ უფრო გაგვეუმჯობესებინა. ფუნქცია საშუალებას იძლევა  ყველა საქმიანი შეტყობინება ერთ საქაღალდეში შეინახოთ (შეტყობინება ბანკისგან, შეკვეთის დამადასტურებელი მესიჯები, სპეციალური შეთავაზება მაღაზიიდან და ა.შ.). მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი Business Accounts-ის გამოშვება იყო, რომელიც მასპინძლობს ყველა ბიზნეს ინფორმაციას და ბრენდის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხს Viber-ზე, ერთი საძიებო ბიზნეს სუბიექტის ქვეშ .  Business Inbox-ით და Business Account-ით, Viber მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მომხმარებელთა გამოცდილება და უზრუნველყოს უსაფრთხო და სანდო კომუნიკაციები ბიზნეს სუბიექტებთან.”


Viber  გეგმავს დარჩეს კონკურენტუნარიანი და დააკმაყოფილოს საკომუნიკაციო აპლიკაციების მუდმივად განვითარებადი ლანდშაფტის მოთხოვნები როგორც კომპანიის წარმომადგენელი აღწერს: “Viber არ არის მხოლოდ აპლიკაცია შეტყობინებებისთვის, ჩვენ მომხმარებლებს  მრავალფეროვან ფუნქციებს ვთავაზობთ, მათ შორის, პირად და ჯგუფურ ჩატებს, VoIP-ს, ჯგუფურ ზარებს, არხებს, ჩატბოტებს და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს. Viber Pay-ის წამოწყებით, Viber-მა სუპერ-აპლიკაციის ტერიტორიაზე შეაბიჯა. ეს არის სწორედ ის მიმართულება, რომლისკენაც ვისწრაფვით. ყველა სახის განახლება, რაც ზემოთ აღვნიშნე, ამას ადასტურებს. ასევე 2021 წელს Rakuten Viber-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბი AR-ნიღბები და ლინზები გამოუშვა მომხმარებლებისთვის.  AR-ფილტრები დაფუძნებულია Snap Inc-ის ტექნოლოგიაზე (AR-ნიღბების მსოფლიო ლიდერი და Snapchat აპლიკაციის დამაარსებელი). Viber იყო ერთ-ერთი პირველი მესენჯერებს შორის, რომელმაც მომხმარებლებს მისცა შესაძლებლობა  AR ნიღბები და ფილტრები გამოიყენონ აპლიკაციაში. 2022 წელს Viber-მა განახლება წარმოადგინა  კონტენტის შემქმნელებისა და ბიზნესებისთვის - არხები კომენტარებით, ანალიტიკით, პოსტების განთავსების წინასწარი დაგეგმვითა და სხვა ფუნქციებით.

ამ წელს ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს,  ჩვენს მომხმარებლებსა და ბიზნესებს პლატფორმაზე მათი გამოცდილების გასაუმჯობესებლად ახალი სასარგებლო ფუნქციები შევთავაზოთ. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ გავაფართოოთ ჩვენი შესაძლებლობები და შეთავაზებები ყველა ზომის, განსაკუთრებით,  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.”

ინტერვიუს დასასრულისთვის ვაიბერმა შემდეგ კითხვებზე: რა არის მომავალი წლისთვის Viber-ის თბილისის ოფისის მთავარი მიზნები და მისწრაფებები? როგორ ჯდება ეს Viber-ის, როგორც გლობალური საკომუნიკაციო პლატფორმის ფართო ხედვასა და მისიაში?  ასე გვიპასუხა:

“თბილისის ოფისი მიზნად ისახავს Viber-ის მომხმარებელთა ბაზა მეტად გაზარდოს  და ამავდროულად კომპანიის გლობალურ სტრატეგიებს შეუწყოს ხელი ჩვენი გლობალური ზრდის სტრატეგიის შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი  Viber-ის პოზიციების განმტკიცებაა ამ რეგიონში. ეს მოიცავს ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობით და მათთან უნიკალური და ინოვაციური პროექტების შემუშავებით  ტექნოლოგიური სფეროს გაძლიერებას საქართველოში.

ამ მიზნების მიღწევით, თბილისის ოფისი  ხელს შეუწყობს Viber-ის უფრო ფართომასშტაბიან მისიას, უზრუნველყოს უსაფრთხო, საიმედო და ფუნქციებით მდიდარი საკომუნიკაციო პლატფორმა მომხმარებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამავდროულად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა კონკრეტული საჭიროებები თუ სურვილები საქართველოში.”

NS