„რუსეთი არასოდეს გამოსწორდება და მუდამ მტრად მოგვევლინება. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ეს უნდა გახდეს ბიძგი ჩვენი ერთიანობის და გაძლიერების“, - ამის შესახებ დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში წერს. ის ამბობს, რომ თავად არაერთხელ შეშლია ხელი პროფესიულ საქმიანობაში ვიზასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ახალმა თაობამ კი ეს შეზღუდვები არ იცის.

„ეს ქვეყანა მართლა „მიჯაჭვული ამირანია", მუდამ გათავისუფლების მცდელობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, რამდენჯერ შემეშალა ხელი პროფესიულ წინსვლაში ვიზასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო. დღეს, როცა ახალმა თაობამ ეს შეზღუდვები არ იცის და გაცილებით თავისუფალია ვიდრე ჩემი თაობა, შეუძლებელია 90-იანების „კრიშების" ეპოქაში მოუნდეს ყოფნა. რუსეთი არასოდეს გამოსწორდება და მუდამ მტრად მოგვევლინება ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ეს უნდა გახდეს ბიძგი ჩვენი ერთიანობის და გაძლიერების. ეს ის თაობა დგას ქუჩაში, რომლითაც ერმა უნდა იამაყოს!“, - წერს ზვიად ციკოლია