ყველანაირი რუბიკონი გადალახულია, ყველანაირი წითელი ხაზები გადაკვეთილია, სრულიად სხვა ტიპის პორტესტთან გვაქვს საქმე, - ასე მიმართავს ბიზნესმედიის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე ბიზნესს და შეკრებისთვის იწვევს bm.ge-ში ხვალ კვირას 12:30 საათზე.

"ეს არის პროტესტი არაკომპეტენტურობის, კორუფციის, დამოკიდებულების და ძალადობის წინააღმდეგ, რომელმაც ამოხეთქა ასი ათასობით ადამიანში თბილისსა და რეგიონებში. შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნა საქართველოში. ვილაპარაკოთ, როგორ მოვედით აქამდე, ვიმსჯელოთ, რა არის ამ ყველაფრიოდან გამოსავალი. წარმოუდგენლად მიმაჩნია ყოველდღიურობა გაგრძელდეს სასოწარკვეთილი ქალის კივილით რისთაველის გამზირიდან, რომელსაც "აწაპნეს" მშვიდობიანად მიმავალი მეუღლე და შვილი. ვინც საქართველოში არ იმყოფებით, ჩაწერეთ თქვენი ვიდეომიმართვა და გამომიგზავნეთ, ან დადეთ თქვენს გვერდებზე საჯაროდ და დააფიქსირეთ თქვენი აზრი ორ თემაზე: 1. როგორ მივედით აქამდე? 2. რა არის გამოსავალი?" - ასეთი შინაარსის ვიდეომიმართვას ავრცელებს გიორგი ისაკაძე სოციალურ ქსელში.