2025 წლის I კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14.8 მილიონი ლარი მიიღეს.

ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ. 

„ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთ კომპანიას, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 500 000 ლარზე მეტი გადაუხადა - „საქართველოს ბანკი“ წარმოადგენს. 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე თანხას კი „შპს ავენიუ ბაი ორბი“, „პსპ ფარმა“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „ავერსი ფარმა“, „ლაქტალის ჯორჯია“, „დიპლომატ ჯორჯია“, „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“ და „არქი პრომოუშენ“ იხდიდნენ. ხოლო „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“ სარეკლამო დროში 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაიხადა.

 „რუსთავი 2“-ის (მედია ჰოლდინგი) დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს ავენიუ ბაი ორბი“ და „პსპ ფარმა“ წარმოადგენდნენ. 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხას „ავერსი ფარმა“, „ლაქტალის ჯორჯია“, „2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“, „დიპლომატ ჯორჯია“ და „ვიმ ბილ დან საქართველო“ იხდიდნენ. ხოლო კომპანიებმა „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ და „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობამ საქართველოში“, „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დრო 7 000-დან 50 000 ლარამდე თანხის ფარგლებში შეიძინეს.

„პოსტვ“-ის 2025 წლის I კვარტალში 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „შპს ბუმბა“, „შპს ჯეოკეპ“, „შპს ფალავანი ვაინ“, „სტერეო+“, „შპს ბუნებრივი აირი“, „ფალავანი“ და „შპს ბუნება“ უხდიდნენ. ხოლო კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 50 000-დან 100 000 ლარამდე უხდიდნენ „ქართული რძის პროდუქტები“, „შპს სოლუშენ გრუპ“ და „ტიფლის ფაბ“ წარმოადგენენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „თიბისი ბანკი“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, „ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა“ და „შპს მერკადო“ წარმოადგენდნენ. ხოლო 7 000-დან 50 000 ლარამდე „ფორმულას“ „თეგეტა მოტორსი“, „ორბი ჯგუფი ბათუმი“, „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, „ლაქტალის ჯორჯია“ და „შპს ორთაჭალა გეითი“ უხდიდნენ.

რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველს“, მაუწყებელს 100 000-დან 500 000-ლარამდე „შპს ორბი ჯგუფი თბილისი“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, და „პსპ ფარმა“ უხდიდნენ. 50 000-დან 100 000-მდე ლარის ფარგლებში დახარჯა „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“, ხოლო ტელეკომპანიის სარეკლამო დროს 7 000-დან 50 000 ლარის ფარგლებში „შპს პირველი მეღვინეობა“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „შპს მერკადო“, „დიპლომატ ჯორჯია“, „შპს მონოლითი ჯგუფი პლიუსი“ და „ჩინური მედიცინის ცენტრი“ ყიდულობდნენ.

ინფორმაციას ComCom ავრცელებს.