ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს განახლდა, 2024-2028 წლებში საქართველოში 324 ახალი სასტუმრო აშენდება. აქედან 22 საერთაშორისო ბრენდია. ყველაზე მეტი - 6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო თბილისში გაიხსნება. რაც შეეხება რეგიონებს, უახლოეს წლებში ყველაზე მეტი - 5 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აჭარაში გაიხსნება, 4 - სამცხე-ჯავახეთში,  2-2 კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში და თითო-თითო რაჭა-ლეჩხუმსა და  ქვემო სვანეთში და მცხეთა-მთიანეთში.

2024-2028 წლებში ბათუმში 4 საერთაშორისო ბრენდი შემოდის: Babylon Tower, Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi, Ambassador Batumi, Ibis Style Batumi; ქობულეთში - ერთი, Hilton Garden Inn. აჭარაში ყველაზე დიდი - 200 ოთახსა და 400 სტუმარზე გათვლილი სწორედ ქობულეთის - Hilton Garden Inn-ია, ყველაზე პატარა - 120-ოთახიანი Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi. ხუთივე სასტუმრო, მთლიანობაში 1512 ახალი განთავსების ადგილს შექმნის რეგიონში.

სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2028 წლებში აჭარის რეგიონში გაიხსნება, ასეთია:

სასტუმრო /  ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა

Babylon Tower / ბათუმი / 2025 / 168 / 336

Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi / ბათუმი / 2025 / 120 / 240

Ambassador Batumi / ბათუმი  / 2025 / 182 / 300

Ibis Style Batumi / ბათუმი / 2024 / 121 / 236

Hilton Garden Inn / ქობულეთი / 2028 / 200 / 400