ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 2.60%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 63.65 გირვანქა სტერლინგია.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 3.53%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 45.40 გირვანქა სტერლინგი ღირს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციების ფასი 42.32%-ით გაიზარდა.
"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 2.19%-ით შემცირდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 18.74 გირვანქა სტერლინგია.
ამჟამად "საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 3.1 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 2.50 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია 873 მილიონ გირვანქა სტერლინგია.
რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 29.50%-ით გაიზარდა, "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ღირებულება 62.11%-ითაა მომატებული, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი 62.11%-ით გაიზარდა.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.
წყარო: Gult & taggart