ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 6.78%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 51.85 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.54 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება. 

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 10.87%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 40.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 3.95%-ით შემცირდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 13.12 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 611 მილიონ გირვანქა სტერლინგია. 

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის შედეგებს,  "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 30.93%-ითაა გაზრდილი, თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ღირებულება გაზრდილია  54.84%-ით, ხოლო "ქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი მომატებულია 31.20%-ით.

როგორ ლავირებს ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Gult & taggart