ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.28%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 55.60 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.73 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 3.51%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 42.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.34 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 2.65%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 15.52 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 723 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

რაც შეეხება ბოლო 6 თვის მონაცემებს, ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 47%-ით გაიზარდა, "თიბისი ბანკის ჯგუფის" კი 57%-ით, ხოლო  "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი 65.81%-ითაა გაზრდილი.