ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს

მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 56.90 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.80%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 44.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.47 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

რაც შეეხება "საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 0.5%-ით შემცირდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 15.12 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 581 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

ბოლო ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 46%-ით გაიზარდა, "თიბისი ბანკის ჯგუფის"  აქციების ფასი 60%-ით, ხოლო "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი კი გაიზარდა 56.3%-ით.

წყარო: Gult&Taggart