ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს
მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:
(Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 2.30%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ღირებულება 53.30 გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.62 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 1.73%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 41.10 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.26 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციებს, ის 8.62%-ით გაიზარდა. შედეგად, ერთი აქციის ფასი 13.36 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 622.60 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
ბოლო 6 თვეში "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი 23.38%-ით გაიზარდა, ხოლო "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ღირებულება 34.31%-ითაა მომატებული, "საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი კი ბოლო 6 თვეში 26.04%-იან ზრდას აჩვენებს.
წყარო: Galt & Taggart