დიდი კომერციული ფართის, საწყობის თუ საწარმოს მართვა ბევრ დეტალზე ზრუნვას მოითხოვს. ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სისუფთავის შენარჩუნებაა. იქ, სადაც მუდმივად მოძრაობს ტექნიკა და ხალხი, იატაკი სწრაფად ბინძურდება. სველი ან მტვრიანი ზედაპირი კი, გარდა იმისა, რომ არაესთეტიკურია, საფრთხეს უქმნის თანამშრომლებს – იზრდება მოცურების და დაშავების რისკი.
ასეთ დიდ სივრცეებში ტრადიციული მეთოდებით, ანუ იატაკის ჯოხითა და ტილოთი, წმენდა ძალიან რთულია. ეს დიდ დროსა და ფიზიკურ შრომას მოითხოვს, შედეგი კი ხშირად არადამაკმაყოფილებელია. მტვერი, ზეთი, საბურავების კვალი თუ დაღვრილი სითხეები საფარს აზიანებს და რთულად მოსაშორებელ ლაქებს ტოვებს.
ამ ამოცანებისთვის უკვე დიდი ხანია არსებობს სპეციალიზებული მოსარეცხი და მოსახვეტი აპარატები. თუმცა, სწორი ტექნიკის შერჩევა არც ისე მარტივია. მაგალითად, ბეტონის ფოროვან იატაკს, რომელიც მტვერს ადვილად იკრავს, სხვაგვარი მიდგომა სჭირდება, ვიდრე ეპოქსიდურ საფარს, რომელიც ქიმიურ ნივთიერებებთან რეაქციაში შედის. ასევე, მცირე ზომის საწყობს კომპაქტური, ხელით სამართავი მოდელი მოუხდება, ლოგისტიკური ცენტრის დიდი დერეფნებისთვის კი ბევრად მძლავრი, დასაჯდომი აპარატია საჭირო.
სწორედ ამ დეტალების გარკვევაშია საჭირო პროფესიონალური დახმარება. კომპანია K2 გერმანული ბრენდის, HAKO-ს, მაღალი ხარისხის აპარატებს გთავაზობთ. თუმცა, მათი მიდგომა მხოლოდ ტექნიკის გაყიდვით არ შემოიფარგლება. K2-ის გუნდი, რომელსაც ამ სფეროში 8 წლიანი გამოცდილება აქვს, თითოეულ ბიზნესს ინდივიდუალურად უდგება.
ისინი მომხმარებელს ეხმარებიან, ზუსტად შეარჩიონ ის მოდელი, რომელიც მათ კონკრეტულ ფართს, იატაკის ტიპსა და დატვირთვას ყველაზე კარგად მოერგება. HAKO-ს ასორტიმენტშია როგორც ხელით სამართავი და დასაჯდომი მოსარეცხი აპარატები, ისე მშრალი ნარჩენების მოსახვეტი და კომბინირებული მოდელები.
გარდა ამისა, K2 სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას გთავაზობთ, რაც საგარანტიო და საგარანტიოს შემდგომ მომსახურებას, ასევე სათადარიგო ნაწილების მარაგს მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ აპარატის შეძენა ერთჯერადი თანამშრომლობა კი არა, გრძელვადიანი პარტნიორობაა.
სისუფთავე და უსაფრთხოება თანამედროვე საწყობისა თუ კომერციული ცენტრის გამართული მუშაობის აუცილებელი ნაწილია. K2-ში მომხმარებელს შეუძლია მიიღოს არა მხოლოდ HAKO-ს საიმედო ტექნიკა, არამედ კვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც ბიზნესს დროისა და რესურსების დაზოგვაში დაეხმარება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ნომერზე: 551 07 22 22 ან ეწვიეთ ვებგვერდს: https://k2.ge/