ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 0.94%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 99.95 გირვანქა სტერლინგია.

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 0.35%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 42.65 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ღირებულება 3.56%-ით შემცირდა. ერთი აქციის ფასი 32.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 4.91 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 2.35 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.52 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება.

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მონაცემებს, "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 29.97%-ით გაიზარდა, "თიბისი ბანკის ჯგუფის" აქციების ფასმა კი ბოლო 6 თვეში 12.51%-იანი კლება განიცადა, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 45.31%-ითაა გაზრდილი.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Galt & taggart