ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს. მიმდინარე კვირის შედეგები ასეთია:

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" (Lion Finance Group PLC) აქციების ფასი 5.04%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 83.30 გირვანქა სტერლინგია.  

"თიბისი ბანკის ჯგუფის" (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება უცვლელია. ბანკის ერთი აქცია 37.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

"საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციების ფასი 4.19%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 26.10 გირვანქა სტერლინგი ღირს.

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია 4.05 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება, "თიბისი ბანკის ჯგუფის" საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.07 მილიარდ გირვანქა სტერლინგია, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია 1.21 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 

რაც შეეხება, ბოლო 6 თვის მაჩვენებლებს, "საქართველოს ბანკის ჯგუფის" აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 28.25%-ით გაიზარდა."თიბისი ბანკის ჯგუფის"  აქციების ფასი ბოლო 6 თვეში 16.54%-ითაა შემცირებული, ხოლო "საქართველოს კაპიტალის” აქციების ფასი ბოლო 6 თვეში გაზრდილია 37.37%-ით.

როგორ  იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე დროთა განმავლობაში, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.

წყარო: Gult & taggart