საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.
გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 7.39%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 45.75 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.25 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 10.29%-ით შემცირდა.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 9.09%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 30.60 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.68 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 4.08%-ით შემცირდა.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 8.78%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 11.40 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 531 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 15.30%-ით შემცირდა.
წყარო: Galt & Taggart