2023 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 736.9 ათასი მგზავრი, რაც 33.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 223.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 33.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის III კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 717.4 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 97.4 პროცენტს შეადგენს და 35.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 19.5 ათასი მგზავრი, რაც 22.9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 77.5 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 22.5 პროცენტი (2023 წლის III კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
2023 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზით გადატანილია 3.6 მლნ. ტონა ტვირთი, რაც 11.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნული მოცულობის 13.3 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 30.0 პროცენტი - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.7 პროცენტი - ტრანზიტზე.
2023 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის მოცულობის 24.6 პროცენტი ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე მოდის, ხოლო 75.4 პროცენტი - ქვეყანაში შემოტანლ ტვირთზე.