ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს განახლდა, 2024-2028 წლებში საქართველოში 324 ახალი სასტუმრო აშენდება. აქედან 22 საერთაშორისო ბრენდია. ყველაზე მეტი - 6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო თბილისში გაიხსნება. რაც შეეხება რეგიონებს, უახლოეს წლებში ყველაზე მეტი - 5 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აჭარაში გაიხსნება, 4 - სამცხე-ჯავახეთში,  2-2 კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში და თითო-თითო რაჭა-ლეჩხუმსა და  ქვემო სვანეთში და მცხეთა-მთიანეთში.

2024-2028 წლებში ბათუმში 4 საერთაშორისო ბრენდი შემოდის: Babylon Tower, Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi, Ambassador Batumi, Ibis Style Batumi; ქობულეთში - ერთი, Hilton Garden Inn;

სამცხე-ჯავახეთში 2024-2026 წლებში 4 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება, 4 - აბასთუმანში, 1 - ბორჯომში. აქედან ყველაზე დიდი აბასთუმნის 150-ოთახიანი Paragraph Wellness Resort and Spa Abastumani-ია, ყველაზე პატარა - 60-ოთახიანი Best Western Plus Likani Resort;

კახეთში 2024 და 2025 წლებში Hotel Bodbe Sighnaghi და DoubleTree by Hilton უნდა გაიხსნას.

პირველი 160 სტუმარზეა გათვლილი, მეორეს - 200 განთავსების ადგილი აქვს;

საერთაშორისო ბრენდები შემოდიან მარტვილსა და განმუხურში. 42 ოთახიანი Salkhino Best Western-ს 120 ოთახი ექნება, 160-ოთახიან Paragraph Resort Ganmukhuri – 320;

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიმდინარე წელს 85 ოთახიანი Radisson Racha უნდა გაიხსნას, ხოლო 2025 წელს მცხეთა-მთიანეთში - 124-ოთახიანი Sioni Lake Resort & SPA, Le Meridien by Marriott

სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2026 წლებში აჭარაში გაიხსნება, ასეთია:

სასტუმრო /  ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა

Babylon Tower / ბათუმი / 2025 / 168 / 336

Wellness Resort and Spa Mtsvane Kontskhi / ბათუმი / 2025 / 120 / 240

Ambassador Batumi / ბათუმი  / 2025 / 182 / 300

Ibis Style Batumi / ბათუმი / 2024 / 121 / 236

Hilton Garden Inn / ქობულეთი / 2028 / 200 / 400

სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2026 წლებში სამცხე-ჯავახეთში გაიხსნება, ასეთია:

სასტუმრო /  ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა

Hilton Double Tree / აბასთუმანი / 2024 / 140 / 280

Best Western Plus Likani Resort / ბორჯომი/ 2025 / 60 / 120

Paragraph Wellness Resort and Spa Abastumani / აბასთუმანი / 2026 /150 / 300

Rooms Abastumani / აბასთუმანი / 2024 / 76 / 152

სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2025 წლებში კახეთში გაიხსნება, ასეთია:

სასტუმრო /  ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა

Hotel Bodbe Sighnaghi / სიღნაღი / 2024 / 130 / 160

DoubleTree by Hilton / გურჯაანი / 2025 / 100 / 200

სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2025 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთში გაიხსნება, ასეთია:

სასტუმრო /  ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა

Salkhino Best Western  / მარტვილი / 2025 / 42 / 120

Paragraph Resort Ganmukhuri / განმუხური  / 2025 / 160 / 320

სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2025 წლებში რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გაიხსნება, ასეთია:

სასტუმრო /  ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა

Radisson Racha / ონი / 2024 / 85 / 170

სასტუმროების ჩამონათვალი, რომლებიც 2024-2025 წლებში მცხეთა-მთიანეთში გაიხსნება, ასეთია:

სასტუმრო /  ქალაქი / დასრულების წელი / ოთახი / რაოდენობა

Sioni Lake Resort & SPA, Le Meridien by Marriott / სიონი / 2025 / 124 / 248