საკუთარი ავტომობილის ყოლას უამრავი უპირატესობა აქვს. მაგალითად, როცა მანქანას ფლობ, შეგიძლია იმოგზაურო ნებისმიერ დროს თუ ადგილას. აღარ გიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი და მისი დადგენილი მარშრუტით გადაადგილება. არ ხარ დროში ლიმიტირებული და ცხოვრობ თავისუფლად - ვეღარც ზამთრის სიცივე შეგაწუხებს და ვეღარც ამინდის ცვალებადობა შეგიცვლის გეგმებს.
როცა მანქანა გყავს და სამოგზაუროდ მიდიხარ, თან 1 ჩემოდანიც არასდროს გყოფნის, მანქანით ეს პრობლემაც მოგვარებულია.
საკუთარ ავტომობილში აღარ მოგიწევს სხვისი შერჩეული მუსიკის მოსმენა. ინტერიერი და სურნელიც კი სრულად შენს გემოვნებაზე იქნება მორგებული.
საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, მანქანით მაქსიმალურად მოკლე დროში შეძლებ ნებისმიერ ადგილას მისვლას ან ტერიტორიის დატოვებას.
მართალია, მანქანის ყოლას ფინანსური ხარჯები და პასუხისმგებლობებიც ახლავს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი შენს კომფორტულ ცხოვრებას ემსახურება.
პირველი მანქანა
ბავშვობიდან თუ არა, ზრდასრული ასაკის რომელიღაც ეტაპზე მაინც, ალბათ, გიფიქრია, როგორი იქნებოდა შენი პირველი მანქანა. გიფიქრია ფერზე, მანქანის მარკაზე და თავიც ალბათ საუკეთესო მძღოლად წარმოგედგინა.
ახლა, როცა მანქანის ყიდვაზე სერიოზულად დაფიქრდი, აცნობიერებ, რომ პირველი ავტომობილის შეძენა არც ისე მარტივია. მანქანის ყიდვას არც თუ ისე ცოტა თანხა სჭირდება, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოვიდ-პანდემიის შემდეგ ავტომობილების ღირებულება საკმაოდ გაიზარდა.
ავტო სესხი
სრული თანხის არქონამ შენი ოცნების ასრულება რომ არ შეაფერხოს, აჯობებს ავტო სესხის აღებაზე დაფიქრდე. ავტო სესხები დღეს საკმაოდ ხელმისაწვდომი სერვისია და მას გასცემენ როგორც ბანკები, ისე სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციები.
მთავარია, დაადგინო რა ჯდება ავტომობილი, რომლის შეძენასაც აპირებ. ბიუჯეტის დეტალურად დადგენის შემდეგ, შეძლებ გადახედო ორგანიზაციებს და გაიგო ვინ რა თანხას გასცემს ავტო სესხებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, დეტალურად გაეცნო თითოეული ორგანიზაციის პირობებს, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მოცულობას და საპროცენტო განაკვეთებს.
MBC-ის ავტო სესხები
MBC ორი ტიპის ავტო სესხს გასცემს:
ავტო სესხი: ავტომობილის შესაძენად ან არსებული მანქანის უზრუნველყოფით 50,000 ლარამდე თანხის მისაღებად; ამ შემთხვევაში მანქანის მფლობელი იქნები შენ, რაც ძალიან გაგიმარტივებს მისი განკარგვის პროცესს სესხის მოქმედების პერიოდში.
ავტო სესხი მანქანის განბაჟებისთვის: ემბისი დაგეხმარება თუ მანქანა უკვე გყავს და მისი განბაჟებისთვის თანხა გაკლდება.
MBC-ის პროფესიონალ ექსპერტთა ჯგუფი ავტო სესხების შესახებ არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავად გიპასუხებს. ასევე, გაითვალისწინე, რომ ემბისიში სესხის დამტკიცება შეგიძლია მოითხოვო სახლიდან გაუსვლელად, ფილიალში კი მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში, ფულის ასაღებად მიხვიდე.
არ გადადო შენი ოცნების ასრულება და შეიძინე შენი პირველი მანქანა MBC-ის დახმარებით.