ბევრი ფიქრობს, რომ მხედველობის ლაზერული კორექცია ოპერაციით იწყება, სინამდვილეში, პირველი ნაბიჯი პაციენტის სურვილია, უარი თქვას სათვალეზე ან კონტაქტური ლინზაზე.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგის, ნინო ტყემალაძის განმარტებით, სწორედ წინასაოპერაციო კვლევები განსაზღვრავს, რამდენად უსაფრთხოა პროცედურა კონკრეტული პაციენტისთვის, რა მეთოდი იქნება ყველაზე ეფექტური და როგორ მიიღწევა მაქსიმალური შედეგი მინიმალური ჩარევით.
უფრო მოკელდ რომ ვთქვათ, დეტალური შეფასება ოპერაციის წარმატებისა და გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
“კომერსანტი” ლაზერული კორექციით დაინტერესებულებს ოფთალმოლოგთან ჩაწერილ ინტერვიუს სრული სახით გთავაზობთ:
- რას მოიცავს წინასაოპერაციო კვლევები მხედველობის ლაზერულ კორექციამდე და რატომ არის ეს ეტაპი აუცილებელი?
ლაზერული კორექციისთვის პაციენტის მომზადება იწყება იმ წამიდან როდესაც პაციენტს უჩნდება სურვილი მოიხსნას სათვალე ან კონტაქტური ლინზა.
წინასაოპერაციო კველევბი იყოფა მოსამზადებელ პერიოდად - რაც გულისხმობს კონტაქტური ლინზების ტარების შემთხვევაში მისი მოხსნა 2 კვირა ან მეტი, თვალის სიმშრალის მოგვარება და დაახლოებითი რეფრაქციული მანკის განსაზღვრა ლაზერულ კორექციასთან შესაბამისობაში.
ამის შემდეგ იგეგმება ძირითადი კვლევა- რქოვანას ტომოგრაფია, რომელიც პირველი საშვია ლაზერულ კორექციაზე. საბოლოო ეტაპი უკვე უშუალოდ წინასაოპერაციო კვლევაა რომლითაც ხდება ინდივიდუალური საოპერაციო გეგმის შეგდენა
2. რას ადგენს ეს კვლევები და როგორ განსაზღვრავს ისინი პაციენტის შესაბამისობას ლაზერული კორექციისთვის?
ტომოგრაფიით ხდება რქოვანას სისქის, ფორმის და ინდივიდუალური თავისებურების შეფასება, რითაც განისაზღვრება ლაზერული კორექციის უსაფრთხოება, კონკრეტული პაციენტისთვის ზუსტი და საუკეთესო კორექცია. ასევე რეფრაქციული მანკისა და პაციენტის რქოვანის მონაცემების მიხედვით ხდება იმ ლაზერული ჩარევის ტიპის არჩევა, რომლითაც მივიღებთ მაქსიმალურ შედეგს მინიმალური ინვაზიით.
3. რამდენად ხშირად ხდება, რომ კვლევების შედეგად იცვლება გადაწყვეტილება ოპერაციის ჩატარებაზე?
ჩვენს კლინიკაში პირველადი შეფასება იმდენად სტანდარტიზირებული გვაქვს, რომ უმრავლეს შემთხვევაში წინასაოპერაციო კვლევებით არ ხდება დაგეგმილი მიმართულების შეცვლა, თუმცა რათქმაუნდა გვაქვს შემთხვევები როდესაც კვლევების საფუძველზე და ქირურგის ჩართულობით ვცვლით ჩარევის ტიპს პაციენტების სურვულის, ცხოვრების სტილისა და ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ ეს არ ცვლის მისაღებ შედეგს.
4. რა რისკებს ვაცილებთ თავიდან სწორად ჩატარებული წინასაოპერაციო კვლევებით?
პირველი და მნიშვნელოვანი რასაც ვირიდებთ არის - არ ვავნებთ პაციენტს და ჯანმრთელ რქოვანას არ ვაყენებთ რისკის ქვეშ და ყველაზე არასასურველი გართულების- ექტაზიის ალბათობა მინიმუმადე დაგვყავს.
5. მოგვიყევით „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამოცდილებასა და ტექნოლოგიურ რესურსზე მხედველობის ლაზერული კორექციის მიმართულებით?
ჩვენს კლინიკას ამ მიმართულებით იმდენი წლის გამოცდილება დაუგრივდა რომ პირველად ვიზიტზე პაციენტის გადარჩევა ძირითად შემთხვევაში მარტივად ხდება. ადამიანის ინტელექტუალურ რესურსთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა პაციენტების შეფასება მოვახდინოთ რამდენიმე სახის ტომოგრაფზე, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციას გვაძლევს და ერთი მეორეს ავსებ. ეს ყველაფერი კი ოპერაციის შედეგის სტაბილურიბის გარანტი ხდება.ხოლო ლაზერული აპარატების მრავალფეროვნებით კი კიდევ უფრო მეტ ადამიანს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ვეხმარებით, რადგან შეგვიძლია აპარატის შესაძლებლობები მოვარგოთ პაციენტის საჭიროებას და არა პირიქით პაციენტი მოვარგოთ აპარატის შესაძლებლობებს.