2026 წლის იანვარში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 107 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 152 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 229 ლარი – ამის შესახებ ნათქვამია PMC კვლევითი ცენტრის სასტუმროების ინდექსში. 

„2026 წლის იანვარში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 416 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში - 1016 ლარი, თბილისში - 535 ლარი და კახეთში - 518 ლარი.

2026 წლის იანვარში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2.3%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი 5.7%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, 2026 წლის იანვარში სასტუმროს ფასების ინდექსი 0.8%-ით შემცირდა 2025 წლის დეკემბერთან შედარებით.

2026 წლის იანვარში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 10.4%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით,ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 4.4%-ით. მთლიანობაში, 2026 წლის იანვარში სასტუმროს ფასების ინდექსი 8.9%-ით გაიზარდა 2025 წლის იანვართან შედარებით“ – ნათქვამია პუბლიკაციაში.