ჩემი კომპანიის სახელით დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ მოთხოვნა ძალიან შემცირდა, დაახლოებით, 30%-ით, - ამის შესახებ "სნეპ ფიტნესის" ქსელის დირექტორმა, სოფო სოლოღაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით ზარალზე საუბარი არ არის, თუმცა თუ ეს პროცესები 2-თვემდე გაგრძელდა, შემდეგ აღნიშნულზე საუბარი შესაძლებელი იქნება.
ქსელის დირექტორმა ასევე, სრული 2024 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, თუ ბოლო პერიოდს არ ჩავთვლით, წლიურ ჭრილში კომპანიას გაყიდვების 15%-იანი ზრდა ჰქონდა.
"მიმდინარე წელს ჩვენ გეგმაში გვქონდა 2 ახალი ფილიალის დამატება, თუმცა მხოლოდ 1 ფილიალი, დიდ დიღომში დავამატეთ. სამომავლოდაც გვაქვს გეგმაში, რომ უფრო მეტად გავფართოვდეთ, თუმცა ჩვენი გეგმები გარკვეულწილად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული და შესაბამისად, დაზუსტებით რა როგორ იქნება ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ", - აცხადებს სოფო სოლოღაშვილი.
ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, „სნეფ ფიტნესს“ საქართველოს მასშტაბით 5 ფილიალი აქვს.