მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო კომპანიების მიერ, შესრულებული საერთაშორისო გადაზიდვების რეისები იზრდება, რაც დასტურდება სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით, ქართველი მძღოლი, ტოვებს საქართველოს და ეძებს სამსახურს ევროპაში. ადგილობრივ ბაზარზე კი იქმნება მძღოლების დეფიციტი, - ამის შესახებ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) აცხადებს. 

ცენტრის ინფორმაციით,  მხოლოდ 2023 წელს 300 000 მდე ნებართვა 6 500 გადამზიდავზე იქნა გაცემული, ხოლო სატვირთო ტრანსპორტის პარკმა 16 000 ერთეულს გადააჭარბა.

საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში, როგორც ცენტრში განმარტავენ, პრობლემისსამი მიზეზი იკვეთება: 1.ქართველი მძღოლი - გადამზიდავი (ხშირია შემთხვევა, როდესაც მძღოლი კომპანიის დამაარსებელიც და სატრანსპორტო საშუალების მფლობელია, ამიტომ იგი სარგებლობს მძღოლი - გადამზიდავის სტატუსით) ებმევა, კონკურენტულ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში, 2. მაღალი საბანკო (ხშირად სალიზინგო) 20 % ით, ევროპაში შეძენილი რესურსამოწურული (მეორადი) სატრანსპორტო საშუალებებით. პრაქტიკულად ასეთი გადამზიდავი თავიდანვე არაკონკურენტუნარიან გარემოში იწყებს სამეწარმეო საქმიანობას. 3. ქართველი მძღოლის სამოქმედო არეალი, წინასწარ განსაზღვრულია - დაბალ ტარიფიანი - თურქეთის, რუსეთის და ამიერკავკასიის ბაზრებით. შესაბამისად, მძღოლის ანაზღაურებაც დამოკიდებულია ფინანსურად არამომგებიან და არამიმზიდველ ბაზრებზე.

TCRC-is cnobiT, ევროპულ ბაზრებზე ქართველი საავტომობილო გადამზიდავის შეღწევადობა დაბალია, წელიწადში მხოლოდ 1300 მდე მრავალჯერადი ნებართვა გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპულ მაღალ ტარიფიან ბაზარზე, მხოლოდ უმნიშვნელო 1300 მდე სატრანსპორტო საშუალება 8 % შედის. (ცნობისათვის საქართველოში გადაზიდვებში ჩართული 16 000 ერთეული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაა დარეგისტრირებული).

გარდა ამისა, ევროპული ქვეყნები დამატებით შეღავათებს უუქმებენ, სამუშაოთა მაძიებელ ქართველ მძღოლებს რომლებიც მათ ქვეყნებში, დასაქმების მიზნით, შემოდიან გადაზიდვების განსახორციელებლად.

"კერძოდ, 6 თვიდან 2 წლამდე იზრდება მუდმივი დასაქმების კონტრაქტი. ამ სამ მიზეზს ემატება, ყველაზე მნიშვნელოვანი - გაუმჭირვალე (მესამე ქვეყნების) - ნებართვების გაცემის სისტემის არსებობა. რა გამოსავლი არსებობს: ქართველი გადამზიდავისათვის, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებში ებმევა, სალიზინგო პროცენტის შესამცირებლად, „აწარმოე საქართველოს“ მაგალითზე შეთავაზებული იყოს დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ანალოგიურად, როგორც სოფლად გლეხს განზრახული აქვს მექანიზაციის შეძენა, სახელმწიფო აძლევს გარკვეულ შეღავათს. მაგალითისათვის თურქეთში სატრანსპორტო საშუალების შეძენისას სალიზინგო პროცენტი მერყეობს 3 – 5 % ის ფარგლებში.ნებართვების გაცემის ელექტრონული სისტემის ამოქმედება, რაც დერეფნის გაციფროვნების ერთ - ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს, აღნიშნული ინციატივის შესახებ მინისტრმა ლ. დავითაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე გააჟღერა. 26.10.2023 წელი - აბრეშულის გზის ფორუმი, მინისტრი ლ. დავითაშვილი - „აუცილებელია, კომფორტული სერვისების მიღების შესაძლებლობა შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს, მომხმარებლებს, ამიტომ გაციფრულება შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ზუსტ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რეგულარულად განახლდება ხოლმე და ბოლოს ჩვენ მართლაც ვიქნებით ძალიან კონკურენტუნარიანი მარშრუტი“. ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ნებართვების გაცემის ელექტრობული სისტემა 2024 წლის ბოლოს უკვე დაინერგა," - განმარტავს TCRC-ის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ  ნებართვების გაცემის ლიბერალიზაციისკენ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა - ევროპულ სივრცეში, 1300 ნებართვის ეტაპობრივი გაზრდა და პერსპექტივაში, მრავალმხრივი ნებართვების სისტემის მაქსიმალური ლიბერალიზაცია.

"უკრაინამ 14 ევროპულ ქვეყანასთან მიაღწია უნებრთვო სისტემას.ორმხივ დონეზე ნებართვების გაუქმება - რასაც საქართველომ მიაღწია 2006 წელს სომხეთთან, იმ პერიოდში, ქვეყნის კურსი აღებული იყო მეზობლებთან ნებრთვების სისტემის გაუქმებაზე. აუცილებელია ამ პროცესის გაგრძელება და არა გაუქმება - სახეზეა ყაზახეთის მაგალითი.საქართველომ თურქეთთან დამოკიდებულებაში უნდა აღადგინოს მრავალმხრივი ნებართვების დანერგილი პარაქტიკა, როდესაც გადამზიდავებზე ყოველწლიურად 10 000 მრავალმხივი ნებართვა გაიცემოდა.საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისათვის დამატებითი პრეფერენციების შეთავაზება, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართველი მძღოლების საქართველოს ბაზარზე შესანარჩუნებლად," - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.