Wildberries, ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ გაყიდვების პლატფორმა ევრაზიაში, ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას გაყიდონ საკუთარი პროდუქცია იმ ქვეყნებში, სადაც მარკეტფლეისი უკვე ფუნქციონირებს.
რამდენიმე ხნის წინ თბილისში წარმატებით გაიმართა კონფერენცია პოტენციური პარტნიორებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა.
საქართველო გახდება მეცხრე ქვეყანა, სადაც მეწარმეები შეძლებენ საკუთარი პროდუქციის შეთავაზებას Wildberries-ის მრავალმილიონიანი აუდიტორიისთვის.
პლატფორმა ყოველდღიურად ამუშავებს 20 მილიონზე მეტ შეკვეთას — ეს კი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას სწრაფი ზრდისთვის, საერთაშორისო ბაზარზე გასვლისა და ახალი მომხმარებლებისა და მომწოდებლების მოზიდვის გზით. კომპანიის მონაცემებით, პლატფორმაზე მუშაობის დაწყებიდან ნახევარ წელიწადში, პარტნიორების 10% აღწევს თვიურ შემოსავალს, რომელიც 30 000 ლარს აღემატება.
Wildberries-მა საქართველოში საქმიანობა 2024 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დროის განმავლობაში მოიზიდა მზარდი და აქტიური აუდიტორია.
დღეს საქართველოში ძირითადი მომხმარებლები ქალები არიან (75%), თუმცა კაცები მაღალი ლოიალობით გამოირჩევიან: მათგან 39% ყოველკვირეულად ან უფრო ხშირად ყიდულობს პროდუქციას. ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფი 25-44 წლამდეა — ამ კატეგორიაზე მოდის შეკვეთების ნახევარზე მეტი. მომხმარებლები პლატფორმას ირჩევენ სწრაფი მიწოდებისა (69%) და ფართო ასორტიმენტის გამო (62%). ეს ქმნის ძლიერ პოტენციალს ადგილობრივი ბრენდებისთვის, რომლებიც შეძლებენ ხელმისაწვდომი, აუდიტორიისთვის სასურველი პროდუქციის გაყიდვას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
ამჟამად Wildberries უკვე მუშაობს სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, რუსეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ბაზრებზე. იმპორტი ასევე ხორციელდება ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
საქართველოში ყველაზე დიდი მოთხოვნაა წიგნებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და კოსმეტიკაზე — ეს კატეგორიები პლატფორმის გაყიდვების ტოპ-10-ში შედის. 2025 წლის პირველი და მეორე კვარტლების შედარება აჩვენებს, რომ საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა. სეზონურ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე: სანდლების გაყიდვები გაიზარდა 71%-ით, შორტების — 62%-ით, ტოპების — 47%-ით.
Wildberries პარტნიორებს სთავაზობს მრავალფეროვან მხარდაჭერას — მათ შორის სასწავლო სემინარებს, რაც პლატფორმას ბიზნესის განვითარების კომფორტულ იარაღად აქცევს. ქართველი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება PRO WB განვითარების ცენტრის აქტივობები, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროგრამებს, ექსპერტების კონსულტაციებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერას. ეს დაეხმარება ბრენდებს უფრო სწრაფად გავიდნენ ბაზარზე და ეფექტურად განავითარონ ბიზნესი.
2025 წლის სექტემბრისთვის საქართველოში ფუნქციონირებს Wildberries-ის 90-ზე მეტი საგანმანათლებლო და სერვის-პუნქტი — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში და სხვა ქალაქებში. მათი მისამართები ხელმისაწვდომია კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ მუდმივად განახლებად რუკაზე.