ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Artisio მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის „სტარტაპების მსოფლიო თასის” ფინალში გავიდა.

„სტარტაპების მსოფლიო თასი” კალიფორნიაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები მონაწილეობენ, ხოლო კონკურსის საპრიზო ფონდი $1 მილიონს შეადგენს.

სწორედ ქართულმა Artisio-მ გაიმარჯვა Startup Connect-ისა და Pegasus Tech Ventures-ის ორგანიზებით, ბათუმში ჩატარებულ ეროვნულ შეჯიბრში, რომელიც მაისში შედგა.

შეგახსენებთ, რომ Artisio-ს მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, აუქციონის ჩატარება ნებისმიერ კომპანიას, სულ რაღაც ერთ საათში შეუძლია.

კონკურსში გამარჯვებული ხვალ გამოვლინდება. 

bm.ge