ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული პოზიციონირებს. მათი აქციების ფასის ცვლილება გასულ კვირას ასეთია:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 0.41%-ით შემცირდა.  ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 48.95 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 21.46%-ით შემცირდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.40 მილიარდ სტერლინგია. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთ კვირაში 0.16%-ით გაიზარდა.  ერთი აქციის ღირებულება 31.95 გირვანქაა.ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 17.03%-ით გაიზარდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.76 მილიარდ გირვანქა სტერლინგია. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 1.56%-ით გაიზარდა. ერთი აქციის ფასი 11.74 გირვანქა სტერლინგს გაუტოდა. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 17.2%-ით შემცირდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 547 მილიონ გირვანქა სტერლინგია. 

წყარო: Galt & Taggart